2 мар. 2010 г.

"ელექტრონული წიგნი "გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მიერ აგებული და აღდგენილი ტაძრები"

პროექტი_"ელექტრონული წიგნი "გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მიერ აგებული და აღდგენილი ტაძრები"მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადისათვის(2011-2012ს.წ.)
დისკზე განთავსებულია ძეგლების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ამონარიდები შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურიდან, სათანადო რუკები,მოსწავლეთა მიერ შექმნილი ჩანახატები.


გიორგი მეჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" მოსწავლეთათვის ადვილი აღსაქმელი არაა, თუმცა ეს, ვფიქრობ, ცუდი სულაც არ არის, პირიქით, საამაყოა, რომ ჩვენი წინაპრები უძველეს დროში ქმნიდნენ ბრწყინვალე ლლიტერატურულ ძეგლებს.ჩვენ კი რთული კი არ უნდა გავამარტივოთ, არამედ გზები ვეძებოთ, მარვალი საუკუნის წინათ მოღვაწე დიდი თანამემამულეების ფიქრების ჩასაწმდომად.
ქართული ლიტერატურის გაკვეთილი საინტერესო, მომზიდველი,ინფორმაციულად დათვირთული, მრავალფეროვანი უნდა იყოს,განსაკუთრებიტ მე-10 კლასში, როცა 15-16 წლის მოზარდებს რთული მასალა აქვთ შესასწავლი.ენობრივი სირთულეების დაძლევაში, საღვთისმეტყველო საკიტხების განმარტებაშიდიდი დახმარებას გვიწევს სასკოლო სახელმძრვანელო,მაგრამ, ვფიქრობ,მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე თვალსაჩინო მასალა, რომელიც მასწავლებელს სწავლებას, მოსწავლეს კი სწავლას გაუადვილებს.
ყველასათვის ცნობილია,რომ მოსწავლეები დიდ დროს კომპიუტერთან ატარებენ, ყველა ვერ "პოულობს" დროს,ლიტერატურა იკითხოს, ამიტომ გადავწყვიტე, სასარგებლო საინტერესოსთან დაგვეკავშირებინა და შეგვექმნა ელექტრონული წიგნი, რომელიც თვალსაჩინო მასალას მიაწვდიდა მოსწავლეებს(და არა მარტო მათ) და დაეხმარებოდა მათ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესწავლაში.შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ მოსწავლეები:ნ. სვანიძე(კაპიტანი), თ. კოპალიანი, მ. ნემსიწვერიძე.ყველამ ძალიან ბევრი ვიშრომეთ.ბავშვებმა დაამუშავეს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, კონსულტაციები გაიარეს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან, მოიძიეს საჭირო რუკები,ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, იმოგზაურეს უბისაში,შეაგროვეს შემოქმედ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ჩანახატები. ვიზრუნეთ დისკის დიზაინზეც...განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დინამიკური რუკის შექმნამ. შევეცადეთ მასზე აგვესახა, როგორ გაარწყინა გრიგოლმა ტაო-კლარჯეთი... მუშაობაში დიდი დახმარება გაგვიწია სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა.დისკით დაინტერსდნენ, როგორც სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები, რადგან მისი გამოყენება ყველას შეუძლია, ტუ სურვილი ექნება.როდესაც სკოლებში ბევრი კომპიუტერია,გაკვეთილზე ელექტრონული მასალის გამოყენება სირთულეს არ წარმოადგენს.
ვისთვის იქნება ეს დისკი საინტერესო?ვფიქრობ,იგი დახმარებას გაუწევს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ მე-10 კლასში, ასევე საინტერესო იქნება ისტორიის,გეოგრაფიის, ხელოვნების,რელიგიისა და კულტურის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დისკის მიზნობრივად გამოყენება.ეს ელექტრონული მასალა უთუოდ დააინტერესებთ მოზარდებს, რომლებიც შეძლებენ მის გამოყენებას სახლშიც და სკოლაშიც.ვფიქრობთ, ეს დისკი მათ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისადმი"ინტერესს გაუღვივებთ.
სულაც არ ვთვლით, რომ ჩვენი პროექტი აღნიშნულ პრობლემას სრულად გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, სხვა, იმედია, თავისას გვამცნობს. ერთად კი ყველა სირთულეს დავძლევთ.

1 комментарий:

lali lartsuliani комментирует...

ძალიან საინტერესო ნამუშევარია!!! სად და როგორ უნდა ვნახო დისკი?