28.02.2012

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"





VIIIკლასში კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი ეგზიუპერის "პატარა უფლისწულს" დავუთმეთ. მოსწავლეებმა წაიკითხეს დიდი ფრანგი მწერლის არაჩვეულებრივი მოთხრობა, მოიძიეს საჭირო დამატებითი მასალა, რომელზე დაყრდნობითაც მოამზადეს კედლის გაზეთები, პოსტერები, ნახატები,კროსვორდები,დაწერეს შთაბეჭდილებები.მათ ნახეს ნაწყვეტები ეგზიუპერის მოთხრობის მიხედვით შექმნილი მხატვრული ფილმიდან,აგრეთვე ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია "პატარა უფლისწულის" შესახებ.მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების მთავარი აზრის შესახებ,განიხილეს საინტერესო გამონათქვამები।რაც მთავარია, მათ შეუყვარდათ პატარა უფლისწული, რომელმაც მკითხველს ასწავლის, რომ "ყველაზე კარაგად გული ხედავს"...
სლაიდები "პატარა უფლისწული"
მხატვრული ფილმი "პატარა უფლისწული"(Iნაწილი) ."პატარა უფლისწული"(IIნაწილი)
ქვიშით ხატვა "პატარა უფლისწულის" თემაზე
პრეზენტაცია


















მოსწავლეთა მიერ მომზადებული მასალა
გიორგი გოლეთიანის მიერ შესრულებული ნახატი


ნაწყვეტები მოსწავლეთა ჩანაწერებიდან:

















"ეს მოთხრობა გვეხმარება, აღმოვაჩინოთ ადამიანების გულში ჩამალული პატარა უფლსიწული და გავუფრთილდეთ მას.განსაკუთრებით დამაფიქრა სიტყვებმა:"ყოველთვის უნდა იზრუნო მასზე, რაც მოაშინაურე", რაც, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენია, იქნება ეს სამშობლო, ოჯახი თუ სხვა."(ნ.სახანბერიძე)



















"საერთოდ, სევდიანი წიგნების წაკითხვა არ მიყვარს, მაგარამ "პატარა უფლისწული" იმდენად მომხიბლავი და გულში ჩამწვდომია, არ შეიძლებოდა, არ წამეკითხა.ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი და ყველაფერს გულით ვუყურებ და არა მხოლოდ თვალით."(თ.ჯავახაძე)



















"ეს ნაწარმოები მკითხველს ცხოვრებაზე ჩააფიქრებს და სამყაროს თითქმის ყველა ჭეშმარიტებს თავს უყრის.ის ცდილობს, გვასწავლოს, რომ ამქვეყნიური ყოფა საკუთარ თავზე ზრუნვაში კი არა,ერთმანეთზე ფიქრში უნდა გავატაროთ, არასოდეს უნდა დავკარგოთ ჩვენში ბავშვური გულწრფელობა, სიკეთე, სიყვარული"(ა.სანიკიძე)



















"უნდა გვახსოვდეს, რომ უდაბნოში ჭა იმალება და სწორედ მის საძებნელად ვართ მოსული ამქვეყნად, თუმცა ამ ჭას თვალებით ვერ დავინახვთ, ის გულით უნდა შევნიშნოთ.თუ ამას გავაკეთებთ, ვიგრძნობთ, თუ რა ლამაზია უდაბნოც კი იმის გამო, რომ იქ ჭა იმალება...თუ საკუთარ თავში დაინახავთ პატარა პრინცს, რომელიც გულით იყურება და მას უფრო ენდობა, ვიდრე თვალებს, მაშინ თქვენ სწორედ ის ხართ, ვისაც მწერალი ეძებდა".(გ.გოლეთიანი)



















"ნებისმიერ ადამიანში ცოცხლობს პატარა უფლისწული, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ გულით შევხედავთ.ადამიანი უნდა ეცადოს, რომ პატარა უფლისწული გააღვიძოს საკუთარ გულში და არასოდეს ჩააქროს სიყვარულის ლამპარი."(დ.ჯანგველაძე)



















"როცა ამ წიგნის კითხვას ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ უინტერესო იქნებოდა, მაგრამ კითხვის დასრულების შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი".(ა.ქობულაძე)



















"პატარა უფლისწულის სული არ იყო დამძიმებული ცოდვებით, ამიტომ მას შეეძლო, ანგელოზივით აფრენილიყო ცაში.მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენც ოდესმე ასეთ სულიერ სიწმინდეს მივაღწევთ,მაშინ შევძლებთ, ვიყოთ მასსავით თავისუფალი".(მ.ნარჩემაშვილი)



















"მწერლის ფრაზებმა თითქოს თვალი ამიხილა და უფრო ნათლად დამანახა ის, რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი.თურმე ხშირად რეალობა არ არის ის, რასაც ხედავ...ზოგჯერ, როდესაც ცას ავხედავ, უფლისწული მახსენდება და ასეთი კითხვა მიჩნდება: ნეტავ რომელია პატარა უფლისწულის პლანეტა? ვცდილობ, ამოვიცნო ეს საიდუმლო"...(ნ. ლორთქიფანიძე)



















"ამ წიგნში ის მიზიდავს, რომ უფლისწული ყოველთვის მიისწრაფვის, აღმოაჩინოს რაღაც ახალი, რაც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს".(ა.ტოფაძე)



















"მართალია, მოთხრობა სევდიანად სრულდება, მგარამ ავტორი ცდილობს იპოვოს ნათელი გზა, რათა ეს ვარსკვლავური სამყარო გავიყოლოთ მთელი ცხოვრება"(ნ.მირცხულავა)






































29.01.2012

საინტერესოა

სასარგებლო რჩევები მასწავლებლისათვის ელექტრონული საშუალებების გამოსაყენებლად.

21.10.2011

ელექტრონული სასკოლო ჟურნალების შესახებ

საინტერესო საიტი ელექტრონული ჟურნალების შესახებ არის აქ

24.08.2011

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მიზნად ისახავს პედაგოგების უწყვეტ პროფესიულ ზრდას. სქემაში ჩართვა მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუძლიათ და გარკვეული კრედიტების დაგროვების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სტატუსი ენიჭებათ:
  • სერტიფიცირებული მასწავლებელი;
  • პირველი კატეგორიის მასწავლებელი;
  • უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი;

სერტიფიცირებულ პედაგოგს მომდევნო კატეგორიის მინიჭებისას ავტომატურად 8 წლით (სერტიფიცირების მოქმედების ვადა) განუახლდება სერტიფიკატი და გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევს.

კატეგორიების მისაღებად საჭირო კრედიტებს პედაგოგები სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით დააგროვებენ, მათ შორის-ტრენინგები, სემინარები, ოლიმპიადებში გამარჯვება, წიგნების თანაავტორობა და ა.შ.

26.07.2011

აუტიზმის შესახებ

"წვიმის კაცი"არის პირველი ფილმი, რომელიც ეხება აუტიზმის პრობლემას.2 აპრილს გაეროს მიერ აუტიზმზე ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა.

„ის დაეხეტებოდა, მოღიმარი სახით აკეთებდა სტერეოტიპულ მოძრაობებს თითებით, ღიღინებდა ერთსა და იმავე მელოდიას, დიდი სიამოვნებით ატრიალებდა ყველაფერს, რაც კი ხელში ხვდებოდა। როდესაც შემოჰყავდათ ოთახში, იგნორირებას უკეთებდა გარშემო მყოფებს,“- ეს არის დახასიათება 5 წლის აუტისტი ბიჭისა , რომელიც ლეო კანერმა აღწერა 50 წლის წინ. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ კანერმა აღმოაჩინა ეს დაავადება.ეს არის ფსიქიკური განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობის დამყარება. აქვს მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ურთიერთობის პრობლემები.

აუტიზმის სიმპტომები თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნები: მეტყველების განვითარების შეფერხება, აუტისტი ბავშვები ან სულ ვერ სწავლობენ ლაპარაკს, ან გაცილებით გვიან იწყებენ, ვიდრე სხვა ბავშვები. ლაპარაკობენ მონოტონური ხმით, თითქოს სიმღერით, თავის თავს მესამე პირში მოიხსენიებენ, ლაპარაკობენ ერთსა და იმავეს და მხოლოდ იმას, რაც თვითონ აინტერესებთ. აუტისტი ბავშვები არ რეაგირებენ სახელის დაძახებაზე, თითქოს არ ესმით, რომ ეძახიან. გაურბიან პირდაპირ მზერას, არ უყვართ, როცა ეხებიან, თითქოს გამოთიშავენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. ახასიათებთ სტერეოტიპული ქცევები, რიტუალები, მკაცრად შეზღუდული ინტერესები, ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა, ინტერესების, სიხარულისა და სხვა ემოციების გაზიარების შეუძლებლობა. ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან, აქვთ გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, ან უნარების არათანაბარი განვითარება.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია, შესაძლოა მიზეზი იყოს მეტაბოლური წონასწორობის რღვევა, ხშირად კი – სტრესი ორსულობის დროს2010 წელს შეიქმნა„საქართველოს აუტიზმის საზოგადოება".autizmge

საინტერესოა აუტიზმის თაობაზე


23.07.2011

მთის საჩუქარი ბარს

არაა ეს მართლა საჩუქარი?ტკივილიანი საჩუქარი...

19.07.2011

პოეტი "იშვიათი აპათიით"

იყო მართალი, დღეს, მგონი, ყველაზე ძნელია. რატი ამაღლობელი მართალი ადამიანი და პოეტია,ამიტომ ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება. მისი საუბარი ყოველთვის საინტერესო და დამაფიქრებელია.მგონი, მას არ უნდა ისეთი მკითხველი, რომელიც არ ფიქრობს და ყველაფერს უჯერებს.რატი ამაღლობელი გაფიქრებს მაშინ, როცა ფიქრს იშვიათად თუ მოითხოვს გარემოება...
"შეუძლებელია, აღაზა არ შეგიყვარდეს"