6 июн. 2017 г.

პროექტი "ჩემი ოჯახის წიგნი"

პროექტმა "ჩემი ოჯახის წიგნი"  მეხუთეკლასელთა დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეებმა მოიძიეს თავიანთ საოჯახო ბიბლიოთეკებში წიგნი, რომელთანაც განსაკუთრებით საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული, და წარუდგინეს ის ჯგუფს თან მოუთხრეს, რატომ არის ეს წიგნი მათი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი.ამ ღონისძიებაში ჩართული იყო აგრეთვე სკოლის ბიბლიოთეკარი. მან მოსწავლეებს  წარუდგინა სკოლის ბიბლიოთეკაში (რომელსაც საუკუნის ისტორია აქვს) დაცული ძვირფასი წიგნები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა ან შეძენილ იქნა სკოლის იმდროინდელი დირექტორის, საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის მიერ, აგრეთვე იმ წიგნები, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ სკოლას საჩუქრად გადმოსცეს ცნობილმა ადამიანებმა.დიდი ინტერესი გამოიწვია ლუკა ნუციბიძის ოჯახის წიგნმა, რომლიც მისი ბაბუისთვის უჩუქებია დიდ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს.წიგნს მწერლის ავტოგრაფი ამშვენებს. ლუკა ამაყობს ამ წიგნით. განსაკუთრებული აღმოჩნდა ნიკა ნაცვლიშვილის საოჯახო წიგნი -"გენეალოგიური ხე". მისი შექმნა ნიკას ბაბუას   დაუწყია.წიგნით შეიძლება ნიკა ოჯახის ისტორიისა და აწმყოს გაგება. ბავშვები აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ თანაკლასელთა ოჯახის წიგნებს.

                                                                                         
                                                         ნიკას წიგნი


                                                               
                                               ლუკას წიგნი



Комментариев нет: