17 июн. 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

2017-18 სასწავლო წელს სქემის ფარგლებში ჩავატარე კვლევა თემაზე: "მე-5 კლასის სირთულეები და მათი დაძლევის გზები".  შეფასების ჯგუფმა კვლევა დადებითად შეაფასა.  
წარმოგიდგენთ ჩემი კვლევის ანგარიშს.

12 июн. 2019 г.

ექსკურსია

2019 წლის 8 ივნისს მე-7 კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ექსკურსია მოვაწყვეთ მარშრუტით: "ქუთაისი-საგურამო-მცხეთა-ჯვრის მონასტერი-შიომღვიმე-ქუთაისი". მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო რამ გაიგეს და ნახეს, სახალისო აქტივობები ჩავატარეთ და ბედნიერები დავბრუნდით შინ.







15 мая 2019 г.

edmodo-ვირტუალური საკლასო ოთახი

თანამდროვე ცხოვრებაში ტექნოლოგიები მნიშვნელოვან ადგილს იჭერს, მით უმეტეს-საკლასო ოთახში.edmodo სოციალური სასწავლო ქსელია, რომელიც საშუალებას იძლევა, საგაკვეთილი პროცესი მოსწავლისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს, ხოლო მშობელს კი ეხმარება,ნებისმიერ დროს  ნახოს შვილის მიღწევები და მასწავლებლის კომენტარები.
2019 წლის 11-12 მაისს გავიარე ტრენინგი ქუთაისის #41 საჯარო სკოლაში. ტრენერი-მაია უფლისაშვილი (0,5ქულა)

3 мая 2019 г.

ორმაისობა ქუთაისში

ორმაისობას ძალიან ლამაზი იყო ჩვენი ქალაქი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად მოვიარეთ ის ქუჩები, სადაც განსაკუთრებით იგრძნობოდა საზეიმო განწყობა.

24 окт. 2018 г.

"ექვთიმე თაყაიშვილი"

16 ოქტომბერს ქუთაისის კინოთეატრში დავესწარით ფილმ "ექვთიმე თაყაიშვილის" ჩვენებას. მანამდე ბავშვებს ვესაუბრე ამ დიდი მოღვაწის შესახებ, მოიძიეს დამატებითი მასალა. ფილმი ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ბოლო კადრებმა ბევრს მოგვგვარა ცრემლი.

20 июн. 2017 г.

ასე დავამთავრე 2016-2017 სასწავლო წელი

ეს ბარათი მაჩუქა ნიკამ, როცა დავალებად მივეცი "წერილი მასწავლებელს".უმეტესობამ თავის პირველ მასწავლებელს მიმართა, ბევრმა-დამრიგებელს, რამდენიმემ-მე.გამაოცა ამ პატარების შესაშურმა გულწრფელობამ და მადლიერების გრძნობამ.

6 июн. 2017 г.

პროექტი "ჩემი ოჯახის წიგნი"

პროექტმა "ჩემი ოჯახის წიგნი"  მეხუთეკლასელთა დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეებმა მოიძიეს თავიანთ საოჯახო ბიბლიოთეკებში წიგნი, რომელთანაც განსაკუთრებით საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული, და წარუდგინეს ის ჯგუფს თან მოუთხრეს, რატომ არის ეს წიგნი მათი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი.ამ ღონისძიებაში ჩართული იყო აგრეთვე სკოლის ბიბლიოთეკარი. მან მოსწავლეებს  წარუდგინა სკოლის ბიბლიოთეკაში (რომელსაც საუკუნის ისტორია აქვს) დაცული ძვირფასი წიგნები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა ან შეძენილ იქნა სკოლის იმდროინდელი დირექტორის, საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის მიერ, აგრეთვე იმ წიგნები, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ სკოლას საჩუქრად გადმოსცეს ცნობილმა ადამიანებმა.დიდი ინტერესი გამოიწვია ლუკა ნუციბიძის ოჯახის წიგნმა, რომლიც მისი ბაბუისთვის უჩუქებია დიდ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს.წიგნს მწერლის ავტოგრაფი ამშვენებს. ლუკა ამაყობს ამ წიგნით. განსაკუთრებული აღმოჩნდა ნიკა ნაცვლიშვილის საოჯახო წიგნი -"გენეალოგიური ხე". მისი შექმნა ნიკას ბაბუას   დაუწყია.წიგნით შეიძლება ნიკა ოჯახის ისტორიისა და აწმყოს გაგება. ბავშვები აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ თანაკლასელთა ოჯახის წიგნებს.

                                                                                         
                                                         ნიკას წიგნი


                                                               
                                               ლუკას წიგნი



5 июн. 2017 г.

საზაფხულო რჩევები მოსწავლეებს

          სკოლის მასწავლებელმა ჩეზარე კატამ მისცა მოსწავლეებს საზაფხული დავალება და ალბათ,ეს არის ის ყველაზე კარგი,რისი გაკეთებაც შეეძლო მათთვის.აი,რას ნიშნავს გიყვარდეს შენი სამუშაო და ზრუნავდე ბავშვებზე...
მე ეს წერილი გავაცანი ჩემს მეათეკლასელებს

                               "საზაფხულო რჩევები მოსწავლეებს".

როგორ შევქმენით დღიური მე-5 კლასში

ლიტერატურული დღიურის იდეა მეტად საინტერესოა.სასწავლო წლის ბოლოს მეხუთეკლასელებს ვურჩიე, რომელი წიგნები უნდა წაეკითხათ ზაფხულის არდადეგებზე, და შევთავაზე, შეექმნათ დღიური, რომელშიც ჩაინიშნავდნენ მათთვის საინტერესო ამბებს,აღწერდნენ საგნებს, გადმოსცემდნენ შინაარსს, დახატავდნენ და ა.შ. მომდევნო გაკვეთილზე რამდენიმე მოსწავლემ მოიტანა საინტერესო ფორმის "დღიურები", რომლებიც მზა იყიდება, მათში დავალებებიცაა მოცემული და მათი შესრულებაა საჭირო.მოსწავლეებს საინტერესო იდეები გაუჩნდათ.გადავწყვიტეთ, რომ ექსკურსიაზე წავიღებდით დღიურებს და პირველ ჩანაწერებს იქ გავაკეთებდით. მართლაც, ასე მოხდა:თითქმის ყველას ჰქონდა ბლოკნოტები.გზად ინიშნავდნენ საინტერესო ფაქტებს, წერდნენ შთაბეჭდილებებს."ისეთ რამ ჩავწერე, გულზე მომეშვა,"-ამბობდა ერთი, მეორე ბოტანიკურ ბაღში,ხეზე, ყველა წარწერას იწერდა და ა.შ.რამდენიმემ წაგვიკითხა კიდეც თავისი ჩანაწერები,უმეტესობამ საიდულმოდ შენახვა ისურვა შევთანხმდით, რომ ზაფხულში წაკითხული წიგნების შესახებ ჩანაწერებსაც დღიურებში გააკეთებდნენ.




10 мая 2017 г.

ელექტრონული ტესტი თემაზე "შუშანიკის წამება"

ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა მუშაობა პროგრამით easyQuizzy. ამჯერად შევქმენი ტესტი შემაჯამებელი მუშაობისათვის.მეათეკლასებს ეს სიახლე ძალიან მოეწონათ.
ტესტის სანახავად დააწკაპეთ "შუშანიკის წამება"