19 апр. 2010 г.

პროექტი

პროექტის სახელწოდება-"ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი"(VIII კლასი)
პროექტის მოკლე აღწერა-მოსწავლეები შექმნიან განმარტებით ლექსიკონს, რომელიც გაუადვილებს მათ ლეტერატურული ნაწარმოებების შესწავლას.
პროექტის სრული აღწერა-ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლისას მოსწავლეებს უამრავი უცხო სიტყვა ხვდებათ, რომელთა განმარტება აუცილებელია.სახელმძღვანელოში მოცემული განმარტებები ხშირად საკმარისი არაა, ლექსიკონებზე კი ხშირად ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ კარგი იქნება სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა.მოსწავლეები პერიოდულად ინიშნავენ თითოეული ნაწარმოებში გამოყენებულ მათთვის უცხო სიტყვებს,ფრაზებს და განმარტავენ მათ მასწავლებლის მიერ მითითებული ლიტერატურის გამოყენებით;ინტერნეტით მოიძებნიან ან თვითონ გადაიღებენ სათანადო ფოტომასალას,შესაბამისი უნარის მქონე მოსწავლეები გააკეთებენ ნახატებს.ინტერესების შესაბამისად დაჯგუფებული მოსწავლეები ქმნიან კროსვორდებს, გრამატიკულ თამაშებს,საპრეზენტაციო სლაიდებს...პერიოდულად ეწყობა გაწეული მუშაობის პრეზენტაცია თანატოლების წინაშე;პროექტის მონაწილეები მართავენ გამოფენებს,კონკურსებს, ვიქტორინებს, სადაც გამოვლინდება ყველაზე მდიდარი ლექსიკის მქონე მოსწავლე. მოსწავლეები გამოსცემენ ბროშურებს.ბოლოს ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ ბლოგზე.(სავარაუდოდ-saskololeqsikoni.blogspot.com)
მონაწილეთა ასაკი/კლასები-VIII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა-5 თვე(იანვარი-მაისი)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-მასალის შეკრება,დახარისხება;ლექსიკონებზე მუშაობა,ჩანაწერების გაკეთება,განხილვა.ნახატების შექმნა,ფოტომასალის შეგროვება და გამოფენა; პრეზენტაციებისა და ვიქტორინების გამართვა.
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება, შეიქმნას-ბროშურები,ნახატები,ასევე კროსვორდები, გრამატიკული თამაშები სლაიდების სახით.დასასრულ შეიქმნება ბლოგი(ელექტრონული სასკოლო ლექსიკონი)
სარგებელი სხვებისთვის-დაინტერესებულ ადამიანებს აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოყენების დროს მუშაობა გაუადვილდებათ
სამუშაო ენა-ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი-
ქართული ენა
-ჩამოუყალიბდებათ სიტყვის მნიშვნელობის გაგების მიზნით სხვადასხვა საშუალებებით(ლექსიკონი, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევა;განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი;გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი.
სახვითი ხელოვნება-შექმნიან ნახატებს, გადაიღებენ ფოტოსურათებს.დაამზადებენ ბროშურებს.
ისტ-მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით,მოახდენენ ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირებას,შექმნიან ელექტრონული ფორმატის რესურსებს.
მონაწილეები სხვა სკოლიდან
პროექტის ფასილიტატორის სახელი-მარინა ჭეიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა-Mcheishvili1@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ.გვერდი-www.saskololeqsikoni.blogspot.com

Комментариев нет: