25 мая 2010 г.
პროექტი "მცირე განმარტებითი ლექსიკონი"
მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად შევქმენით "მცირე განმარტებითი ლექსიკონი". მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეაგროვეს და ანბანზე გააწყვეს სიტყვები(ძირითადად-დიალექტები, ტოპონიმები), რომელთა განმარტებაც,მათი აზრით, საჭირო იყო. ზოგიერთ განმარტებას დაურთეს ფოტოსურათები, საკუთარი ნახატები. პროექტმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.მუშაობაში ზოგიერთი ის მოსწავლეც ჩერთო,რომელიც გაკვეთილზე აქტიურობით,ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა.ბავშვები სიხარულს ვერ მალავდნენ, თავიანთი ერთობლივი მუშაობის შედეგი რომ ნახეს.რაც მთავარია, მუშაობის პროცესში მათ ბევრი რამ ისწავლეს, გაიმდიდრეს ლექსიკა, განუვითარდათ კვლევა-ძიებისა და თნამშრომლობის უნარი,ამიტომ, ვფიქრობ,პროექტი წარმატებულია.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий