ალბათ, იცით, რომ ჩვენი სკოლის შენობა გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა. გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა მისი დირექტორის, იოსებ ოცხელის სახლთანაა დაკავშირებული. ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა, და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის, დახმარებით შესყიდულ იქნა მიწის მოზრდილი ნაკვეთი ორპირის ქუჩაზე, სადაც აშენდა შესანიშნავი შენობა გიმნაზიისათვის.1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ... ალბათ, გაინტერესებთ, როგორი იყო მაშინ შენობა, რომელიც ახლაც ულამაზესია და ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ახლახან აღმოვაჩინე ეს ძველი ფოტო. მგონი, თქვენც დაგაინტერესებთ...ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. მე-20 საუკუნის დასაწყისი.იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა. 21-ე საუკუნის დასაწყისი.
16 июн. 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий