28 нояб. 2010 г.

ქართული ენის საინფორმაციო ბიულეტენი(VIკლასი)

მეექვსეკლასელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია ქართული ენის საინფორმაციო ბიულეტენზე მუშაობამ. სამმა ჯგუფმა მოამზადა მასალა რუბრიკებისათვის: "დავიცვათ ენის სიწმინდე!", "უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები" და "ნასესხები სიტყვები". ყველა მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა. ჩამოწერეს მათ მიერ ხშირად გამოყენებული ბარბარიზმები, მოძებნეს შესაბამისი სალიტერატურო ფორმები, სიტყვების განმარტებისთვის გამოიყენეს ლექსიკონები, გუგა ქებულაძემ,სანდრო ხარაბაძემ და საბა ჯინჯიხაძემ კომპიუტერის საშუალებით მომზადეს მასალა გამოსაქვეყნებლად,სანდრომ იზრუნა გაზეთის გაფორმებაზეც...გაზეთზე მუშაობამ მოსწავლეთა ისეთი ინტერესი გამოიწვია, გადაწყდა, თვეში ერთჯერ ახალი ნომერი გამოვუშვათ და ასე ვიზრუნოთ ქართული ენის სიწმინდის დასაცავად.

Комментариев нет: