26 дек. 2010 г.

საქველმოქმედო აქცია



‎24 დეკემბერს ოცხელის სკოლის მოსწავლეებმა  საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.იდეა მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელს, მე-11  კლასის მოსწავლეს, თემურ ჭეიშვილს‎ გაუჩნდა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  შემოწირულობით შემოსული თანხით ბავშვებმა საახალწლო საჩუქრები შეუძინეს სოფ. გოდოგანში არსებულ ბავშვთა სახლის მკვიდრ მოზარდებს. ნათია, სტელა, დათო არაჩვეულებრივი ბავშვები არიან: ლამაზები, ნიჭიერები, ცელქები, სტუმრებთან თავშეკავებულები... ისინი ცეკვავენ, მღერიან, ლექსებსაც  წერენ...ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აკლიათ, მაგრამ მათ თვალებში სევდაა ჩაბუდებული. ეს ტკივილი, ალბათ, ჩვენ უნდა დავუამოთ. ამისთვის მეტი გულისხმიერება გვმართებს. ისინი ხომ საზოგადოების  ნაწილი არიან, იქნებ, საუკეთესო ნაწილი...

Комментариев нет: