4 июл. 2011 г.
კანონი ზოგადი განათლების შესახებ(ნაწყვეტები)
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.მისი გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა
სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი.
სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს,სკოლის შინაგანაწესს, გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;უფლებამოსილია, მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას
დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
ზგემ-ს იღებს საქართველოს მთავრობა განათლების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მასწავლებელი;
დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, მოითხოვონ და მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.
მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, საქველმოქმედო მიზნებისათვის დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები.
მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.
დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.
შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში მოსწავლე თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.
დაუშვებელია მოსწავლის ჩხრეკა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩხრეკის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.მოსწავლის ჩხრეკა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სკოლის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური ჩხრეკა.
მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.
მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.
სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევა შესაძლებელია, თუ მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს
საჯარო სკოლას უფლება აქვს, ესგ-თი გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება მოსწავლეებს მიაწოდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ამ მომსახურებაში მასწავლებელი არ იღებს დამატებით ანაზღაურებას;
ბ) ამ მომსახურებას არ აქვს საგაკვეთილო სახე;
გ) ამ მომსახურებას მასწავლებელი ეწევა მოსწავლეთა მშობლებთან შეთანხმებით;
დ) ამ მომსახურების გაწევა უფასოა მოსწავლეთათვის.
საჯარო სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს მიაწოდოს ესგ-თი გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება. სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის
სკოლის დირექტორი:
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;
პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით,იგი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий