დამატებითი მასალა
სლაიდები "პატარა უფლისწული"
მხატვრული ფილმი "პატარა უფლისწული"(Iნაწილი) ."პატარა უფლისწული"(IIნაწილი)
ქვიშით ხატვა "პატარა უფლისწულის" თემაზე
პრეზენტაცია
მოსწავლეთა მიერ მომზადებული მასალა
გიორგი გოლეთიანის მიერ შესრულებული ნახატი
"ეს მოთხრობა გვეხმარება, აღმოვაჩინოთ ადამიანების გულში ჩამალული პატარა უფლსიწული და გავუფრთილდეთ მას.განსაკუთრებით დამაფიქრა სიტყვებმა:"ყოველთვის უნდა იზრუნო მასზე, რაც მოაშინაურე", რაც, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენია, იქნება ეს სამშობლო, ოჯახი თუ სხვა."(ნინო სახანბერიძე)
"საერთოდ, სევდიანი წიგნების წაკითხვა არ მიყვარს, მაგარამ "პატარა უფლისწული" იმდენად მომხიბლავი და გულში ჩამწვდომია, არ შეიძლებოდა, არ წამეკითხა.ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი და ყველაფერს გულით ვუყურებ და არა მხოლოდ თვალით."(თამუნა ჯავახაძე)
"ეს ნაწარმოები მკითხველს ცხოვრებაზე ჩააფიქრებს და სამყაროს თითქმის ყველა ჭეშმარიტებს თავს უყრის.ის ცდილობს, გვასწავლოს, რომ ამქვეყნიური ყოფა საკუთარ თავზე ზრუნვაში კი არა,ერთმანეთზე ფიქრში უნდა გავატაროთ, არასოდეს უნდა დავკარგოთ ჩვენში ბავშვური გულწრფელობა, სიკეთე, სიყვარული"(ანდრო სანიკიძე)
"უნდა გვახსოვდეს, რომ უდაბნოში ჭა იმალება და სწორედ მის საძებნელად ვართ მოსული ამქვეყნად, თუმცა ამ ჭას თვალებით ვერ დავინახვთ, ის გულით უნდა შევნიშნოთ.თუ ამას გავაკეთებთ, ვიგრძნობთ, თუ რა ლამაზია უდაბნოც კი იმის გამო, რომ იქ ჭა იმალება...თუ საკუთარ თავში დაინახავთ პატარა პრინცს, რომელიც გულით იყურება და მას უფრო ენდობა, ვიდრე თვალებს, მაშინ თქვენ სწორედ ის ხართ, ვისაც მწერალი ეძებდა".(გიორგი გოლეთიანი)
"ნებისმიერ ადამიანში ცოცხლობს პატარა უფლისწული, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ გულით შევხედავთ.ადამიანი უნდა ეცადოს, რომ პატარა უფლისწული გააღვიძოს საკუთარ გულში და არასოდეს ჩააქროს სიყვარულის ლამპარი."
(დათო ჯანგველაძე)
"როცა ამ წიგნის კითხვას ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ უინტერესო იქნებოდა, მაგრამ კითხვის დასრულების შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი".(ა.ქობულაძე)
"პატარა უფლისწულის სული არ იყო დამძიმებული ცოდვებით, ამიტომ მას შეეძლო, ანგელოზივით აფრენილიყო ცაში.მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენც ოდესმე ასეთ სულიერ სიწმინდეს მივაღწევთ,მაშინ შევძლებთ, ვიყოთ მასსავით თავისუფალი".
(მარიამ ნარჩემაშვილი)
"მწერლის ფრაზებმა თითქოს თვალი ამიხილა და უფრო ნათლად დამანახა ის, რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი.თურმე ხშირად რეალობა არ არის ის, რასაც ხედავ...ზოგჯერ, როდესაც ცას ავხედავ, უფლისწული მახსენდება და ასეთი კითხვა მიჩნდება: ნეტავ რომელია პატარა უფლისწულის პლანეტა? ვცდილობ, ამოვიცნო ეს საიდუმლო"...(ნინო ლორთქიფანიძე)
"ამ წიგნში ის მიზიდავს, რომ უფლისწული ყოველთვის მიისწრაფვის, აღმოაჩინოს რაღაც ახალი, რაც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს".(ანი ტოფაძე)
"მართალია, მოთხრობა სევდიანად სრულდება, მგარამ ავტორი ცდილობს იპოვოს ნათელი გზა, რათა ეს ვარსკვლავური სამყარო გავიყოლოთ მთელი ცხოვრება."
(ნიკა მირცხულავა)
Комментариев нет:
Отправить комментарий