21 окт. 2013 г.

ლიტერატურული სასამართლო (ვარსქენ პიტიახშის გასამართლება)


           პერსონაჟის გასამართლება ყოველთვის იწვევს მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს."შუშანიკის წამების" შესწავლის დროს მეცხრეკლასელებს სურვილი გაუჩნდათ, თხზულების ანტიგმირი,ქართლის პიტიახში ვარსქენი გაესამართლებინათ.წინასწარ დავგეგემეთ გაკვეთილი: როლების განაწილების დროს თავიდან არავინ მოინდომა ქრისტიანობის უარმყოფელი პიტიახშის დაცვა, მით უმეტეს- მის ადგილას ყოფნა, მაგრამ  კრიტიკოსთა განსხვავებული შეხედულებების გაცნობის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ  სათქმელი ბევრია. ამრიგად, ვარსქენის როლში ა. ჭრელაშვილი აღმოჩნდა...
            სხდომა გახსნა მოსამართლემ(მასწავლებლი),მან სიტყვა გადასცა ბრალმდებლებს (ნინო სახანბერიძე,ნინო ლორთქიფანიძე,გიორგი გოლეთიანი, ანდრო სანიკიძე, ინა ხორგუანი).მათი გამოსვლა 15 წუთს გაგრძელდა და შეეცადნენ, ტექსტზე დაყრდნობით დაესაბუთებინათ ვარსქენის დანაშაული.შემდეგ სიტყვით გამოვიდა დაცვის მხარე (ხატია ჯანაძე, ანა ჯღამაძე, ანა ქობულაძე).(15 წთ) ადვოკატებმა  არგუმენტებით იმსჯელეს პიტიახშის უდანაშაულობაზე. მომდევნო ეტაპზე სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ორივე მხარის მოწმეები (ნ.მირცხულავა,ა.ტოფაძე,ა.სვანიძე)(15 წთ). მათ კითხვები დაუსვეს მოსამართლემ,ბრალმდებელმა და ადვოკატებმა.მოწმეების "დაკითხვის" შემდეგ მოსამართლემ სიტყვა მისცა ბრალდებულს,ვარსქენ პიტიახშს (ა.ჭრელაშვილი),რომელიც შეეცადა, სხვადასხვაგვარი მიზეზით გაემართლებინა თავისი გადაწყვეტილება.მას დამსწრეთა მწვავე შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.(15 წთ) შემდეგ მოსამართლემ მიმართა ბრალმდებლებსა და ადვოკატებს, რომ მათს თითო-თითო წარმომადგენელს შეეჯამებინა პროცესი(3-3 წთ.).დასასრულ, სიტყვა გადაეცა ნაფიც მსაჯულებს (დ.კუხიანიძე,დ.ჯანგველაძე,თ.ჯავახაძე,ნ.ჯანელიძე,თ.ჭიქაბერიძე),რომლებმაც უპასუხეს კითხვას: "დამნაშავეა თუ არა ვარსქენ პიტიახში?"(10 წთ). ბოლოს მოსამართლემ შეაჯამა გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ყველა მსაჯულმა სცნო ვარსქენი დამნაშავედ. შესაბამისად მას მიესაჯა, ატაროს მოღალატის სახელი.(5 წთ)
             გაკვეთილისთვის მზადების პერიოდში მოსწავლეებმა თვითონვე გაინაწილეს ფუნქციები,დაგეგმეს კამათის პროცესი,მოამზადეს სიტყვები და შეეცადნენ, მოერგოთ შესაბამისი როლები,მრავალმხრივად შეეხედათ პერსონაჟისათვის,აეხსნათ მისი ქცევის მოტივები.ზოგიერთი მათგანის გამოსვლა ემოციური და შთამბეჭდავი იყო.არგუმენტირებული მსჯელობისას "ადვოკატებიც" და "ბრალმდებლებიც" იმოწმებდნენ ტექსტს,ამიტომ კამათი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
  გაკვეთილის ამსახველი ვიდეოკოლაჟი შექმნა ამავე კლასის მოსწავლემ ნინო სახანბერიძემ







ამონარიდები მოსწავლეთა სიტყვებიდან:
ნინო სახანბერიძე(ბრალმდებელი):................................................
                     დამატებითი საინტერესო მასალა:
 ფილმი    "შუშანიკის წამება"(1-3 ნაწ.)
                    "შუშანიკის წამება(4 ნაწ.)

Комментариев нет: