etwining-ეს, ასე ვთქვათ, ახალი გამოწვევაა ჩემთვის.2017 წლის 1 მაისს თბილისში, მასწავლებელთა სახლში, გაიმართა შეხვედრა პროგრამაში ახლადჩართულ მასწავლებლებთან.
ახალი ეთვინინგელები
პროგრამის ხელმძღვანელი ხატია მატკავა
გამოცდილი ეთვინინგელი დიმიტრი პოპოვი
ეს არის ჩემი პროექტი, რომელიც წარვადგინე ეთვინინგის პროგრამაში. ვფიქრობ, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა საინტერესო იქნება.
დანართი N1
ProjectInfo/ინფორმაცია პროექტის შესახებ
Project Title/პროექტის სახელწოდება: “ ერთ სამყაროში ცხოველებთან ერთად“
ProjectDescription/პროექტისაღწერა,სადაცწარმოჩენილიიქნებაპროექტისაქტუალობა:
მოსწავლეები ხშირად
ხედავენ, როგორ ირღვევა ცხოველთა უფლებები, ზოგჯერ ამის მონაწილე თვითონაც არიან.მათ
დროულად უნდა გააცნობიერონ ცხოველთა დაცვის
აუცილებლობა,სწორედ ამ მიზნით მოსწავლეები წაიკითხავენ წიგნებს, დაწერენ ესეს ცხოველთა დაცვის თემაზე, ერთმანეთს გააცნობენ
თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველს,შექმნიან ნახატებს,ბარათებს,ბუკლეტებს,ელექტრონულ
წიგნებს,გამართავენ ფოტოგამოფენას; მოაწყობენ
ექსკურსიას, შეხვდებიან გარემოს დამცველებს,
დაეხმარებიან ცხოველთა თავშესაფარს. ევროპის
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვები გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და გააცნობიერებენ,
რომ ცხოველთა დაცვა აქტუალური პრობლემა ყველა
ქვეყანაში და მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი
ამ საყოველთაო პრობლემასთან ბრძოლა.
ყოველი თვის ბოლოს მონაწილეებში ჩატარდება გამოკითხვა poll-maker-ით და გამოვლინდება, რამდენად საინტერესო იყო აქტივობები.პარტნიორებს საშუალება ექნებათ,
tricider-ზე
გამოაქვეყნონ საკუთარი იდეები. ეს თანამშრომლობას
უფრო საინტერესოს გახდის.
Aims/მიზანი:
·
მოზარდებმა გააცნობიერონ ცხოველთა დაცვის აუცილებლობა და გზები.
·
გაეცნონ, რა მდგომარეობაა ევროპის ქვეყანებში ცხოველთა
დაცვის მხრივ.
·
გაიგონ სხვა ქვეყნების ლიტერატურის, გეოგრაფიის, ცხოველთა სამყაროს შესახებ.
·
ჩამოუყალიბდეთ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.
Subject/საგანი:ლიტერატურა,სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება,ბუნებისმცოდნეობა,ისტ,ინგლისური ენა,ბიოლოგია
Age
range/ასაკობრივი ჯგუფი:12-16 წელი
Number
of pupils/მოსწავლეთა რაოდენობა: 30
How it is related to national curriculum/ესგ-თან კავშირი:
ქართ.VI.6 მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
ქართ. VI. 14 მოსწავლეს აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
ქართ.X.12 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა
მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
ს.გ.VI.4 მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი
გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი გამოსახვა ნამუშევარში.
ს.გ.VI.9 მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ბუნ.VI.10 მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
ისტექნ. VI. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
Planned activities/დაგეგმილი აქტივობები:
სექტემბერი
1. პარტნიორების მოძიება
და ჩართვა პროექტში
2.პარტნიორები ერთმანეთს
წარუდგენენ საკუთარ თავს, გააცნობენ მშობლიურ ქალაქს, სკოლას და სხვა.წარდგენა შეიძლება
მოხდეს პროგრამებში: kizoa, Powtoon, voki ნებისმიერი ფორმით: მონაწილეების ფოტოებით,
ვიდეოთი, სკაიპით და სხვა.
3.მონაწილეები იმუშავებენ
პროექტის ლოგოს დიზაინზე, რომელიც უნდა გამოხატავდეს ქვეყანათა შორის მეგობრობას,ამისთვის
შევთავაზებ canva-ს.გამარჯვებული გახდება პროექტის მთავარი ემბლემა.
ოქტომბერი
1.ცხოველთა დაცვის
დღის(4 ოქტომბერი) აღნიშვნა-სკოლის დერეფანში გამოიფინება ფოტოები თემაზე „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“.
2.მოსწავლეები მშობლებთან
ერთად მოაწყობენ ექსკურსიას ნაკრძალში,გაიგებენ,რომელი ცხოველები ბინადრობენ იქ. გადაიღებენ
ვიდეოს.
ნოემბერი
1.მოსწავლეები ერთი
ფოტოს ან ნახატის მიხედვით შექმნიან ესეს, რომელსაც შემდეგ ერთმანეთს გააცნობენ. ნაშრომები
გამოიფინება პროექტის კუთხეში.
2.მოსწავლეები შეხვდებიან
გარემოს დამცველებს, რომლებსაც დაუსვამენ შეკითხვებს. სკაიპის საშუალებით განხორციელდება
ჩართვა პროექტის უცხოელ მონაწილეებთან, რომლებიც ასევე დასვამენ შეკითხვებს.
დეკემბერი
1.მოსწავლეები წაიკითხავენ
ნაწყვეტებს წიგნებიდან, რომლებიც ცხოველთა პრობლემებს შეეხება.
2. მოსწავლეები შექმნიან
ხელთნაკეთ საშობაო ბარათებს ცხოველთა თემატიკაზე და გაუგზავნიან მათ პროექტის მონაწილეებს.
იანვარი
მოსწავლეები მშობლებთან
და მასწავლებელთან ერთად დაათვალიერებენ საკუთარ ქალაქში არსებულ ცხოველთა თავშესაფარს
და გადასცემენ მას საჩუქარს.
თებერვალი
მოსწავლეები ერთმანეთს
გააცნობენ თავიანთი ოჯახის საყვარელ ცხოველებს,ამისათვის შექმნიან ვიდეოკოლაჟებს kizoa-ში,
Photostory-ში, slideshare-ში.
მარტი
მოსწავლეები Storyjumper
– სა და Mystorybook-ში შექმნიან ელექტრონული წიგნს,რომელშიც განათავსებენ ცხოველთა
დაცვის თემაზე შექმნილ ნახატებსა და კომიქსებს.
აპრილი
მოსწავლეები დაამზადებენ
ბუკლეტს, რომელშიც განათავსებენ პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის ამსახველ მასალას.
Expected
results/ მოსალოდნელი შედეგი:
მასწავლებლები:
·
ითანამშრომლებენ
ევროპელ კოლეგებთან,
·
გაეცნობიან ახალ ელექტრონულ რესურსებს,ახალ სასწავლო
მეთოდებს,რაც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ ზრდას.
მოსწავლეები:
·
ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.
·
გაეცნობიან უცხოელი თანატოლების
ცხოვრებას და შეძლებენ მათთან თანამშრომლობას.
·
ისწავლიან ჯგუფში მუშაობას.
·
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებენ ვიდეოკოლაჟს,ელექტრონული
წიგნს და სხვა.
სკოლები:
·
ევროპულ პროექტში მონაწილეობით საინტერესო გახდება სასკოლო ცხოვრება.
Комментариев нет:
Отправить комментарий