4 мар. 2010 г.
"ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების მოყვარულთა კლუბი"
ყველაფერი ”იგი” - თი დაიწყო, როცა მე-10 კლასელებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ”იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”... მაშინ შეუყვარდათ ”იგი” და მისი ავტორი ჯემალ ქარჩხაძე. მერე არ განელდა ეს სიყვარული. გადაწყვიტეს, მეტი რამ შეეტყოთ ამ არაჩვეულებრივი მწერლის და მისი შემოქმედების შესახებ.მოიძიეს მასალები ჯემალ ქარჩხაძეზე, წაიკითხეს ნაწარმოებები მოიკვლიეს მოგონებები... იმსჯელეს, იკამათეს... შემდეგ კი, როცა სათქმელი ბევრი დაუგროვდათ, გადაწყვიტეს, ”ჯ. ქარჩხაძის შემოქმედების მოყვარულთა კლუბი” ჩამოეყალიბებინათ. სწორედ, ამ მიზნით შეიკრიბნენ მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის სააქტო დარბაზში 2009 წლის 10 ნოემბერს. ღონისძიებას ესწრებოდბნენ მოწვეული სტუმრები: ჯ. ქარჩხაძის საზოგადოების ხელმძღვანელი, ქ-ნი მ. ჩოგოვაძე და მხატვარი, ბ-ნი ო. ქანდარია.
შეკრებილთ მიესალმნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნ. თევდორაძე, მ. ჭეიშვილი. მოსწავლეებმა საინტერესო მასალები წარმოადგინეს: მ. ჯინჭველაშვილმა ისაუბრა მწერლის ბიოგრაფიაზე, დამსწრეთ აჩვენა ფოტომასალა. მწერლის მხატვრული ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა: ს. ხახნელიძემ, ნ. კუხიანიძემ, თ. კოპალიანმა, ა. გაბრიჭიძემ, ნ. მარგველაშვილმა, ვ. ფანცხავამ. პუბლიცისტიკა მიმოიხილა თ. თევდორაძემ. მწერლის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს ბ. ჯანაძემ ა. ჯანელიძემ. ”ანტონიო და დავითის” მიხედვით შექმნილი საკუთარი ნახატი წარმოადგინა კ. ხახნელიძემ. საინტერესო პოსტერები შექმნა თ. თევდორაძემ. სწორედ ამ მოსწავლეების და მათი მასწავლებლების მონდომებით დაფუძნდა სკოლაში ”ჯ. ქარჩხაძის შემოქმედების მოყვარულთა კლუბი”, რომელსაც უხელმძღვანელებს მისი შექმნის იდეის ავტორი, მე-12 კლასის მოსწავლე ა. გაბრიჭიძე. მოსწავლეებს განზრახული აქვთ პერიოდულად შეიკრიბონ და ისაუბრონ ჯ. ქარჩხაძის ნაწარმოებებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მოაწყონ შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან.
დამსწრეთ მიმართეს ოცხელის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ნ. ჟორჟოლიანმა, ქ-ნმა მ. ჩოგოვაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ე. ნუცუბიძემ, მწერლის ნათესავმა ა. ქარჩხაძემ.

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий