1.თქვენი მოსწავლეებიდან(მიუთითეთ სახელი, გვარი) რამდენი მონაწილეობდა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადასა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში?
ამგვარ კონკურსებში ჩემი ხელძღვანელობით მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობდნენ .2009-2010 სასწ. წელს საგნობრივი ოლიმპიადის I ტურში გაიმარჯვეს თათია თედორაძემ და თამარ კოპალიანმა(ორივე XII კლასი). კონფერენციებში გამარჯვებული მოსწავლეები არიან: შ. კოსტავა, მ.გუმბერიძე(II ხარისხის დიპლომები 2005წ.),ნ. სვანიძე , თ.თედორაძე(IIხარისხის დიპლომები 2007წ.), მ.გოგლიჩიძე(IIხარისხის დიპლომი2010წ.).
2.თქვენი მოსწავლეებიდან(მიიუთითეთ სახელი,გვარი) რამდენი მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და კონკურსებში?მიუთითეთ შედეგი და წელი.
2005წ. კონკურსი "ჩვენი გარემო"(პროექტი "სათაფლია")-III ადგილი,პრიზი-ფოტოაპარატი.(მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჯგუფი)
2007წ. მოსწავლეთა რესპუბლიკური კონკურსი (პროექტი "ელექტრონული წიგნი "გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეების მიერ აშენებული და აღდგენილი ტაძრები")-გაიარა ორი ეტაპი.(ავტორები: თ.კოპალიანი, მ.ნემსიწვერიძე,ნ.სვანიძე)
2009წ. რესპუბლიკური სასკოლო ფორუმი(ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა)-მონაწილეობა მიიღო საქალაქო ტურში.
2010წ. ონლაინპროექტი "ფსევდონიმი"( ბლოგი "მეფე", თანაავტორი)_(ბლოგის შექმნაში ინფ.მენეჯერთან ერთად მონაწილეობდნენ XII კლასის მოსწავლეები: მ. ბერძენაძე და მ. ძაგნიძე)
2010წ. რესპუბლიკური კონკურსი "ნორჩი კალიგრაფი"(მონაწილეობდნენ V, X, XII კლასების მოსწავლეები)
3.მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა თქვენ ან თქვენს მოსწავლეს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში? მიუთითეთ შედეგი და წელი.
ასეთი პროგრამები და პროექტები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მონაწილეობით არ განხორციელებულა.
4.რა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებთ სასწავლო პროცეში?
ინტერნეტის საშუალებით მოვიძიებ და გამოვიყენებ საჭირო ინფორმაციას; ვეცნობი საგანმანათლებლო რესურსებს; ვამზადებ და ვაქვეყნებ ელ. სასწავლო მასალებს, გაკვეთილის გეგმებს, სასწავლო პროცესის ამსახველ ინფორმაციას; შექმნილი მაქვს ელ.პორტფოლიო, ბლოგი v კლასისათვის, ელ.წიგნი "გრიგოლ ხანძთელი"; ხშირად ვიყენებ საპრეზენტაციო პროგრამას.
5.თქვენი ინიციატივები საგაკვეთილი პროცესის სრულყოფისათვის.
სასწავლო პროექტების (ხელნაწერი ჟურნალი, ლექსიკონი და სხვ.) მომზადება და განხორციელება; კლასგარეშე ლეტერატურაზე მუშაობა; გაკვეთილის შეფასება და თვითშეფასება; სხვათა გამოცდილების გაცნობა და გაზიარება;ელექტრონული ფორმატის სასწავლო მასალების შექმნა და გამოყენება გაკვეთილზე; მოსწავლეთა ძალებით ელ.ნაშრომების შექმნა; სხვადასხვა აქტივობის (გონებრივი იერიში, დისკუსია, პრეზენტაცია, სქემები) და კლასის ორგანიზების ფორმების(ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფები) გამოყენება.
4.თქვენ მიერ ჩატარებული შემოქმედებითი გაკვეთილები(მიუთითეთ წელი და კლასი)
მაგალითად:
2006წ. vკლასი, "ვახტანგ მეფე"-განხილვა,VIIკლასი, "გ.ტაბიძის "ი.ა."-განხილვა
2007წ. VIIკლასი ,კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი("პატარა უფლისწული")
2008წ.VIIIკლასი, დისკუსია "მე და ქუჩა", XIკლასი, "ვეფხისტყაოსნის" სახისმეტყველება" და "პიროვნება და თავისუფლება"
2009წ.IXკლასი, ლიტ.პერსონაჟის გასამართლება, XIკლასი,"დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..."
2010წ.VIIკლასი "ფიროსმანი", Vკლასი,"რიცხვითი სახელის რაობა" და კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი("ჰელადოს") და სხვ.
7.თქვენ მიერ ჩატარებული სასკოლო ღონისძიებები. მიუთითეთ წელი.
2009წ. "დაუვიწყარი აპრილი"-Vკლასი
2010წ. " ჯ.ქარჩხაძის შემოქმედების მოყვარულთა კლუბის" შექმნა
8.გაქვთ თუ არა წოდება:ტრენერი, მენტორ-მასწავლებელი. რომელ წელს მოგენიჭათ?
არა
8.მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ტრენინგ-სემინარებში?
2010წ.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი-"ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში". 39 საათი. ხელ. ა.ცნობილაძე
• 2010წ.საქართველოს მეცნიერთა და მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი.”კათედრის მუშაობა”. ხელმძღვ.ე.ჩერქეზიშვილი
• 2009წ. შ.პ.ს. საგანმანათლებლო ორგანიზაცია ”დიდაქტიკა”-”ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საბაზო სა საშუალო სკოლაში”(2 კრედიტი).
• 2007წ. ფონდი”ირმის ნახტომი”. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება. ხელმძღვ.მ.ხაჭაპურიძე.
• 2007წ.”პროექტის მომზადება ლოგიკური მიდგომით.” ხელმძღვ.კ.ტყეშელაშვილი
• 2006წ.ასოციაცია ”სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”-ტრენინგ-კურსი(10სთ.) ”პორტფოლიოს, როგორც დაგეგმვისა და თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს სკოლაში”
• 2003-2004წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა,განათლების მუშაკთა პროფესიული განვითარება_”სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა”(2 ეტაპი) ხელმძღვ.თ.ცხადაძე
10.თქვენ მიერ განხორციელებული ისტ-ის გამოყენების მაგალითები სწავლა-სწავლების პროცესში
შექმნილი მაქვს ელ.პორტფოლიო, რომელშიც განთავსებულია სასწავლო პროცესის ამსახველი მასალა; გავაკეთე V კლასის ბლოგი, რომელიც მეხმარება მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობისთვის. მასში განთავსებულია ინფორმაცია ჯგუფის წარმატებების შესახებ; ხშირად ვიყენებ ელ.წიგნებს, ჩემ მიერ შექმნილ ან მოძიებულ საპრეზენტაციო მასალას, ვიდეოფაილებს; გამოვაქვეყნე გაკვეთილის გეგმები და სასწავლო რესურსები, მაქვს ურთიერთობა კოლეგებთან პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვცდილობ, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები. აქტიური მონაწილეობა მივიღე სკოლის ვებგვერდის შექმნაში(ყველა ზემოაღნიშნული მასალა განთავსებულია ჩემს ელ. პორტფოლიოში)
11. შეიმუშავებთ თუ არ ყოველდღიურად საგაკვეთილო გეგმებს სასწავლო მიზნებია მისაღწევად?
დიახ.
3 комментария:
Zalian momcons Tqveni blogi! Tqveni muSaobis manera da stili
ქალბატონო მარინა, პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს. მრავალს დაესწარით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ამის შემდეგ გეტყვით, რომ კეთილი შურით მშურს თქვენი. საოცრად ლამაზი და ნაყოფიერი ბლოგი გაქვთ. იმედი მაქვს დამიმეგობრდებით და ერთმანეთს გავუზიარებთ პედაგოგიურ გამოცდილებას.
პატივისცემით ფიქრია სიდამონიძე
ფიქრია, მაპატიეთ, რომ აქამდე ვერ მოგწერეთ, აქ "კომენტარების" პრობლემა მქონდა და ეს წუთია, ვნახე თქვენი წერილი... უღრმესი მადლობა შეფასებისთვის.თქვენს სიტყვებს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგიმეგობრდებით.ჩემი მიზანიც სწორედ ესაა: გავიცნო საინტერესო ადამიანები და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.დიდი პატივისცემით მარინა
Отправить комментарий