2 авг. 2010 г.
წიგნი, რომელიც სულ მასთანაა
ჩემი თაობა დათო ტურაშვილს იცნობს. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად წერს,ინტერვიუებში ყოველთვის ამბობს ხოლმე რაღაც ისეთს, რომ აღარ დაგავიწყდება...ახლახანაც ერთ გაზეთში მისი ინტერვიუ წავიკითხე. როგორც ყოველთვის, საინტერესოა ამ ადამიანის აზრები... როცა მისთვის საყვარელი წიგნის შესახებ ჰკითხეს, ასე უპასუხა:”ბევრი საყვარელი მწერალი მყავს და ბევრ წიგნსაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე, მაგრამ წიგნი, რომელიც მუდამ თან დამაქვს, სადაც უნდა მივდიოდე - “ვეფხისტყაოსანია”. ეს არის 1966 წლის პატარა გამოცემა, რომლის მხატვარიც ლადო გუდიაშვილი იყო, ჯიბეშიც მეტევა და ძალიანაც მიყვარს. მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველებს ემიგრაციაში, როგორც ცნობილია, ქართული მიწა მიჰქონდათ, მე კი მიწის ნაცვლად “ვეფხისტყაოსანი” მიმაქვს და თვითმფრინავშიც მშვიდად ვარ. თვითმფრინავი რომც ჩამოვარდეს და ყველაფერი დაითუთქოს, ჩემს დაფერფლილ გვამს მაინც ადვილად იცნობენ, რადგან, მოგეხსენებათ, რომ “ვეფხისტყაოსანი” არ იწვის - საუკუნეების განმავლობაში წვავდნენ და მაინც ვერ დაწვეს”. მოთხრობა აქვს ერთი დათო ტურაშვილს, "greencard" ჰქვია. მასში სერბი მწერალი ამბობს, რომ პატიმრობისას გააძლებინა წიგნმა, რომლის წაკითხვას ყველას ურჩევდა და ეს წიგნია "ვეფხისტყაოსანი". ნოველები(თუ პატარა მოთხრობები) აქვს დათო ტურაშვილს, რომლებიც ძალიან მომწონს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий