14 окт. 2010 г.

მადლობა სკოლას და მასწავლებლებს საუკეთესო ახალგაზრდების აღზრდისთვის!

"მადლობა თითოეულ სკოლას,რომელმაც ჩვენი პირველკურსელები მოამზადა.მადლობა თქვენ, მათ მასწავლებლებს,ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდისთვის",-ასეთი სიტყვები იშვიათად ისმის, ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ვინმე მასწავლებელს ემადლიერება, მით უმეტეს, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ პირველკურსელთა სიაში ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები:თამუნა კოპალიანი და დაჩი ვაშაყმაძეც არიან.დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანები თავიანთ სიტყვას იტყვიან...

Комментариев нет: