27 окт. 2010 г.
”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”
XI კლასის მოსწავლეებმა:ოთიკო გოგოლაშვილმა,მარი ნემსიწვერიძემ, ლიზი ახვლედიანმა და გიორგი აბუთიძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვებ-კონკურსში ”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”, რომელიც ჩატარდა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი გულისხმობდა ონლაინ რეჟიმში აკაკის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის ამსახველი დახურული ტიპის ტესტის(70 კითხვა)შევსებას. მოსწავლე, რომელმაც ყველაზე სწარაფად მიაღწია ყველაზე მაღალ შედეგს, გამოცხადდება გამარჯვებულად და პრიზის სახით მიიღებს პერსონალურ კომპიუტერს.კონკურსი დაიწყო 26 ოქტომბერს 9:00 საათზე და დასრულდა 21:00 საათზე.
ჩვენი მოსწავლეებიდან საუკეთესო შედეგია 70 სწორი პასუხი 12 წუთში.იქნებ ამ შედეგმა მათ ჯილდო მოაპოვებინოთ!..
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий