8 нояб. 2010 г.

ექსკურსია სხვიტორში(Vკლასი)

წელს, მოგეხსენებათ, აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია, დიდი პოეტის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა.  გადავწყვიტე, მეხუთეკლასელებთან ერთად ექსკურსია მოგვეწყო ზემო იმერეთში და დაგვეთვალიერებინა ის ადგილები, რომლებთანაც აკაკის ცხოვრებაა დაკავშირებული. მოსწავლეებმა შეისწავლეს  ნაწყვეტები დიდი მწერლის წიგნიდან "ჩემი თავგადასავალი", ნახეს მხატვრული ფილმი "აკაკის აკვანი", დოკუმენტური ფილმი"აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში",  დაათვალიერეს დიდი პოეტის  ცხოვრების ამსახველი ფოტოები,მოისმინეს მისი ხმა, თვითონაც  დაისწავლეს აკაკის ლექსები. სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსია  მეტად  მხიარული აღმოჩნდა.ბავშვებმა ძალიან იხალისეს, სხვიტორში, პოეტის სახლის ეზოში,  "ქორობია"ითამაშეს,  ლექსები წაიკითხეს და, რაც მთავარია, თავიანთი თვალით ნახეს ის, რაც წიგნში ჰქონდათ წაკითხული. ზემო იმერეთში შემოდგომის ულამაზესმა ფერებმა, მონასტერმა კაცხის სვეტზე, მღვიმევის მონასტერმა, საჩხერემ და სხვიტორმა  ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

Комментариев нет: