9 нояб. 2010 г.

ლიტერატურული სალონი(XIკლასი) - "ქართველი რომანტიკოსები"

შემაჯამებელი გაკვეთილისათვის "ქართველი რომანტიკოსები" მე-11 კლასის მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ.მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა სამი ჯგუფი: "მერანი", "გოგჩა" და "დრონი". წინასწარ შევადგინეთ შეფასების რუბრიკები, მოსწავლეებმა იცოდნენ, რა კრიტერიუმებით შეფასდებოდა მათი ნაშრომი.ისინი საგანგებოდ მოემზადნენ პრეზენტაციისათვის. გამოიყენეს თემის შესაბამისი სხვადასხვა წყარო, წარმოადგინეს რომანტიკოსთა ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა,კომპიუტერის მეშვეობით შექმნეს საინტერესო ვირტუალური მასალა, აგრეთვე დაწერეს ჩანახატები და ესეები.ზოგი ჯგუფი ორიგინალურობით გამოირჩეოდა, ზოგი-ტექნიკის კარგი ფლობით, ზოგიც- შემოქმედებითი აზროვნებით.გაკვეთილი დაამშვენა როგორც ცნობილი მსახიობების მიერ წარმოთქმულმა რომანტიკოსთა ლექსებმა და სიმღერების ჩანაწერებმა, ასევე მოსწავლეთა მიერ წაკითხულმა "მუხამბაზმა" თუ საინტერესო ჩანახატებმა. გაკვეთილს დაესწრნენ ამავე კლასის მეორე განაყოფის მოსწავლეები და მასწავლებელი.
დასასრულ, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა თითოეული ჯგუფის მუშაობა.შესრულებული სამუშაოთი მეც კმაყოფილი დავრჩი და მოსწავლეებსაც სურვილი გაუჩნდათ, მსგავსი გაკვეთილები კიდევ ჩავატაროთ.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი მასალა

"მუხამბაზი"

ნ.ბარათაშვილის "მერანი"

Комментариев нет: