8 февр. 2011 г.

მასალები შემაჯამებელი მეცადინეობისთვის "კაცია-ადამიანის?!" გამოძახილი"(XI კლასი)

ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით არაერთი სპექტაკლია დადგმული ქართული თეატრების სცენაზე,გადაღებულია მხატვრული ფილმები.ასეთ თხზულებებს მიეკუთვნება "კაცია-ადამიანიც?!" მის მიხედვით ფილმები შექმნეს რეჟისორებმა: ს. დოლიძემ და თ. ჩანტლაძემ. მარჯანიშვილის სახ.თეატრში რეჟისორ ვ. ყუშიტაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მთავარ როლებს თამაშობდნენ ც. წუწუნავა და ვ. გოძიაშვილი.იმავე თეატრში 1982 წელს გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა “ასის წლის წინათ”, რომელშიც გაერთიანებული იყო ”ოთარაანთ ქვრივი”, ”მგზავრის წერილები” და ”კაცია ადამიანი?!”.რეჟისორი- თ.ჩხეიძე,ავტორის როლს თენგიზ არჩვაძე ასრულებდა.2000 წელს შოთა რუსთაველის სახ.თეატრში რეჟისორმა რ. სტურუმ დადგა სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!" (ლუარსაბის როლში-ჟანრი ლოლაშვილი)
"ჩუპრი-ჩუპარი,დარეჯან!"-ასე ჰქვია მ.თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მონოსპექტაკლს(რეჟ.-კ.მირიანაშვილი,დარეჯანის როლში-ლაურა რეხვიაშვილი)
(გამოყენებულია საქართველოს რადიოს ჩანაწერები)

Комментариев нет: