5 мар. 2011 г.

თამაზ ჭილაძის ინტერვიუდან

თამაზ ჭილაძე 5 მარტს 80 წლის ხდება.ეს ნაწყვეტია მისი ინტერვიუდან:
-რა არის დრო თქვენთვის და როგორ ხვდებით მეოთხმოცე წელს?
-მეკითხებით, როგორ ვხვდები ჩემს მეოთხმოცე წელს... უპირველეს ყოვლისა, ამ თარიღის ხმამაღლა თქმა მიჭირს, თითქოს რაიმე ფიზიკურ ნაკლს ვმალავდე, ვერაფრით შევეჩვიე, თითქოს ასაკი კი არა - მძიმე ლოდია, რომელიც აქამდე მომითრევია, მომიტანია ხალისითაც კი, მაგრამ... რისთვის ან ვისთვის, ეს არ ვიცი!..
-რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ბედნიერებისათვის?
- ჩემი პირადი ბედნიერებისათვის ყველაზე მეტად ჩემი სამშობლოს ბედნიერება მჭირდება. "პატრიოტიზმი არ ძველდებაო", - ამბობდა ჩემი ძმა, ოთარ ჭილაძე, არც შეიძლება დაძველდეს . როცა ადამიანი აღარ განასხვავებს, "ვისი გორისაა", როცა სულერთი იქნება მისთვის, სად იცხოვრებს, ანუ აქვს თუ არა სამშობლო, როცა ერთადერთ ყველაზე მაცოცხლებელ ბედნიერებად სამშობლოს სიყვარულს არ მიიჩნევს, დამერწმუნეთ, კაცობრიობის ისტორიაც დამთავრდება, ანუ ჩვენი საერთო დრო გაჩერდება!.. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან!..

Комментариев нет: