24 апр. 2011 г.

მირონის ხარშვა

წმინდამირონი 20-30 წელიწადში ერთხელ იხარშება,ეს არის ავტოკეფალიის უფლება,რომლითაც საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან სარგებლობს।ტრადიციულად, მირონის ხარშვა დიდი მარხვის დიდ ორშაბათს იწყება და წელსაც ასე მოხდა:18აპრილს, 09:00 საათიდან,მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში მირონის ხარშვა დაიწყო, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდა. დიდ ხუთშაბათს სვეტიცხოველში მირონის კურთხევამოხდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:"დღე და ღამე იქნება სპეციალური წესით და ხუთშაბათს მოხდება წმინდა მირონის კურთხევა. ეს არის წმინდა მირონი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნათლობის დროს და რომელსაც იყენებდნენ მეფეების კურთხევის დროს."წმინდა მირონი ერთადერთხელ ეცხება ადამიანს - ნათლისღების დროს და წარმოადგენს სულიწმინდის ბეჭედს.

Комментариев нет: