15 апр. 2011 г.

ლიტერატურული სალონი(XI კლასი) -"ხევის საგა"

ამ გაკვეთილს მოუთმენლად ველოდით.მე-11კლასის მოსწავლეები ლიტერატურულ სალონში ალ.ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების შემაჯამებელი მეცადინეობისათვის მოემზადნენ."ხევის საგა" ანუ დაკარგული თავისუფლების ძიებაში"-ასე ჰქვია სახელმძღვანელოში იმ თავს, რომელშიც დიდი მწერლის მოთხრობა "ხევისბერი გოჩაა" მოცემული.ნაწარმოების მოქმედი პირები თემის ცხოვრების წესისა და ზნე-ჩვეულებების ერთგულნიარიან, თუმცა თემის კანონს არღვევენ.სწორედ ეს განაპირობებს მათ ტრაგიკულობას...მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი ონისეს სახემ გამოიწვია და განსახილველად აირჩიეს თემა "ონისეს ტრაგედია".ისინი დაიყვნენ ჯგუფებად: ერთმა ონისეს გამართლება გადაწყვიტა, მეორემ მისი საქციელი გაუმართლებლად ჩათვალა.მოსწავლეებთან ერთად შემუშავდა შეფასების კრიტერიუმები: არგუმენტირებული მსჯელობა(4 ქულა), გამართული მეტყველება(2ქულა),ჩართულობა(1ქულა),ორიგინალურობა(3ქულა).თითოეულმა ჯგუფმა ზეპირად წარმოადგინა მომზადებული საკითხი, პრეზენტაციას ახლდა შესაბამისი ფოტო და აუდიო მასალის გამოყენებით მოსწავლეთა მიერ შექმნილი ძალიან საინტერესო კლიპები, გამოიყენეს ნაწყვეტები მხატვრული ფილმიდან.საკუთარ ჩანახატებსა და ესეებში მოსწავლეები შეეცადნენ, წარმოედგინათ მოთხრობის პერსონაჟთა ფიქრები, განცდები,ჩასწვდომოდნენ მათი საქციელის მიზეზებს.ამ მიზნით გაეცნენ კრიტიკოსთა მიერ აღნიშნულ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს. ლიტერატურულ სალონს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა იმან , რომ ორივე გუნდში იყვნენ მოხევურ სამოსში ჩაცმული მოსწავლეები. ერთი ჯგუფის წევრებმა თეთრი პერანგები ჩაიცვეს და ამით სიმართლისა და გულწრფელობისადმი ერთგულება გამოხატეს. მარი დარახველიძემ წარმოადგინა გერგეტის სამების ნახატი, რომელიც საგანგებოდ შავ-თეთრი ფერებით შეასრულა. მეტად შთამბეჭდავი იყო წარმოსახვითი დიალოგი ძიძიასთან, რომლის "როლს" ასრულებდა მოხევურად შემოსილი თეო ეფრემიძე.პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საკმაოდ მწვავე კამათი:იყო თუ არა ონისე მოღალატე? ჩვენი მოლოდინი გამართლდა:გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოვიდა.
ჯგუფების მიერ მომზადებული მასალა 
 Iჯგუფი-"დამცველნი"
IIჯგუფი-"ბრალმდებელნი"




Комментариев нет: