
მონტესორის პედაგოგიური სისტემის არსს გადმოსცემს სიტყვები: "დამეხმარე, რომ მე თვითონ ვისწავლო." მას მოუწია გონებასუსტი ბავშვების მკურნალობა და იმისათვის, რომ დახმარებოდა თავის პატარა პაციენტებს ადაპტაციაში, 1907წელსშექმნა სპეციალური სკოლა, რომელშიც ბავშვებს თავისი განსაკუთრებული მეთოდით ზრდიდა. სულ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ გონებრივად ჩამორჩენილმა ბავშვებმა აითვისეს წერა-კითხვა და თვლა-ანგარიში თავიანთ ნორმალურად განვითარებულ თანატოლებზე გაცილებით ადრე. ასე დაიბადა თამამი იდეა – განზოგადებულიყო დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება და შექმნილიყო სწავლების და განვითარების პრინციპულად ახალი სისტემა. ეს იყო მართლაც რევოლუციური გადაწყვეტილება.
გავიდა 100 წელიწადზე მეტი და მეთოდიკა არა მხოლოდ აღიარეს – ზოგიერთ ქვეყანაში (იტალიაში, იაპონიასა და გერმანიაში), არამედ ის დღესაც წამყვან მეთოდიკას წარმოადგენს.მარია მონტესორი თვლიდა, რომ განათლების მისაღებად საკმარისია ისეთი განმავითარებელი გარემოს შექმნა, სადაც დიდაქტიკურ მასალას აირჩევდა არა მასწავლებელი, არამედ თვითონ ბავშვი და თვითონვე გასაზღვრავდა ამ მასალასთან მუშაობის დროს, გააკონტროლებდა თავის შეცდომებს.მისი მეთოდის ძირითადი არსი მდგომარეობს ბავშვის სტიმულირებაში თვითგანვითარებისკენ.ბავშვი თვითონ ასწავლის საკუთარ თავს. თვითონ ადგენს სასწავლო პროგრამას, თვითონ ირჩევს სახელმძღვანელო საშუალებებს. აღმზრდელის ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს მისი საქმიანობის ორგანიზაციაში, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციაში.
მონტესორის შესახებ(რუს.)
მარია მონტესორი(ინგლ.)
მონტესორის მეთოდები

2 комментария:
ძალიან საინტერესოდ გაგიკეთებიათ...დიდი მადლობა,თქვენ მე იდეებით მავსებთ.
მე კი თქვენი კომენტარები ახალი იდეებისკენ მიბიძგებს! დიდი მადლობა, ქ-ნო ფიქრია, თანამშრომლობისთვის!თქვენ ძალიან საინტერესო მასალებს აქვეყნებთ.
Отправить комментарий