15 мар. 2013 г.

რუსთაველის ნაკვალევზე

     მე-8 კლასში ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე მოვამზადეთ პროექტი "რუსთაველის ნაკვალევზე." მოსწავლეები შეეცადნენ,გაეთავისებინათ და გადმოეცათ ის ემოცია,რომელიც ექსპედიციის წევრებს:ა.შანიძეს,ი.აბაშიძეს და გ.წერეთელს, დაეუფლათ იერუსალიმის ჯვარის მონასტერში 1960 წელს,რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის დროს.ამ მიზნით ისინი გაეცნენ ი.აბაშიძის ამავე სახელწოდების წიგნს,თავიანთი შეხედულებისამებრ ჯგუფებად დაიყვნენ,დაინაწილეს ტექსტი და მოამზადეს ლიტერატურული კომპოზიცია.მოსწავლეებმა გამოიყენეს შესაბამისი აუდიომასალა,დაფაზე წარწერები შეასრულეს ასომთავრული ანბანით.ორმა მოსწავლემ მოიძია დამატებითი ინფორმაცია და საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით წარმოადგინა რუსთაველის ფრესკის ისტორია.გაკვეთილზე გამოვიყენეთ კადრები ფილმიდან "რუსთაველის ნაკვალევზე",რომელმაც შემოინახა დიდი მკვლევრების მონათხრობი,ასევე ფოტოალბომი "აკაკი შანიძე".ექსპედიციის წევრთა შთამომავლების  ჩანაწერების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებიისთვის ცხადი გახდა,თუ რა სირთულეების გადალახვა მოუხდათ ექპედიციის წევრებს დიდი პოეტის ფრესკის აღმოსაჩენად.





                                 
VIII კლასის მოსწავლეების: თათია ჯანელიძისა და მარი ჭოღოშვილის მიერ მომზადებული პრეზენცია


Комментариев нет: