25 мар. 2013 г.

"ბედი ქართლისა" და ბედი ქართლისა

      შეიძლება, "ბედი ქართლისა" ისწავლო და  ქვეყნის ბედზე არ დაფიქრდე? ალბათ,არა.ამჯერადაც ასე მოხდა.მე-9 კლასში დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის შესწვალის შემდეგ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით იმ წლებზე, როცა გადაწყდა საქართველოს "ბედი თუ უბედობა" და გვემსჯელა, ვინ იყო მართალი: მეფე ერეკლე თუ სოლომონ ლიონიძე.განსაკუთრებით საინტერესო გაკვეთილზე ის იყო, რომ მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ,მოემზადებინათ სიმულაცია პოემის მიხედვით. ამისათვის შექმნეს სცენარი,გაინაწილეს როლები,შესაფერისი კოსტიუმები მოირგეს და არაჩვეულებრივად ითამაშეს.ანრი სანიკიძე ბარათაშვილი იყო,ამირან ჭრელაშვილი-სოლომონ მსაჯული,ბაქარ ვერულაშვილი-მეფე ერეკლე,ხატია ჯანაძე-სოფიო,ზაურ გაბუნია და ნია შალიკიანი კი პროზაულ ტექსტს კითხულობდნენ.ამ მინისპექტაკლით მოსწავლეებმა თქვეს, რომ საქართველო რუსეთის კოლონიად იქცა და ეს მისთვის დამამცირებელია.ამის შედეგ გაიმართა დისკუსია.მეფე ერეკლესა და მსაჯულის მომხრეებმა ცხარე კამათი გამართეს, რომელსაც დამსწრეთა გარდა ინტერესით უსმენდა ჯგუფი "ნეიტრალურები", რომლის წევრებსაც   თეთრ მაისურებზე კითხვის ნიშანი ჰქონდათ დახატული. მათმა ნაწილმა კამათის შემდეგ ადგილი სოლომონის მომხრეთა შორის დაიჭირა. დასასრულ, როგორც თვითშეფასების სქემების ანალიზმა გვიჩვენა, მოსწავლეებმა ჩათვალეს,რომ ორიგინალური უნდა ყოფილიყვნენ და მოვიყენეკიდევ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოეყვანათ.გაკვეთილს ემოციურობა შესძინა ნაწყვეტმა ფილმიდან "მაია წყნეთელი",საქართველოს ლამაზმა ხედებმა და სხვა თვალსაჩინოებამ. ასე ჩაიარა კიდევ ერთმა გაკვეთილმა საქართველოს ბედზე ფიქრში...ამ მოსწავლეებს,ასე ცხარედ რომ კამათობდნენ,წინ მთელი ცხოვრება აქვთ და,დარწმუნებული ვარ,ქვეყანაზე ფიქრსა და ზრუნვას არასოდეს მოიშლიან.
         გაკვეთილისთვის პრეზეტაციები მოამზადა ამავე კლასის მოსწავლემ თაკო ბაზაძემ:
1. პრეზენტაცია "არაგვი," რომელიც გამოვიყენეთ როლური თამაშის დროს
2.პრეზენტაცია "საქართველოო, ლამაზო..." წარმოვადგინეთ საკლასო წერისთვის მზადების პროცესში
   გაკვეთილის ამსახველი ვიდეოკოლაჟი შექმნა ამავე კლასის მოსწავლემ ნინო სახანბერიძემ
        გაკვეთილი თემაზე- "ბედი ქართლისა" და ბედი ქართლისა

        ამონარიდები მოსწავლეთა ნაშრომებიდან
"ჩემი სამშობლო რაღაც აღუწერელ და გამოუცნობ გრძნობას ბადებს ჩემში.მისი სიყვარული ჰგავს გულის ფეთქვას,მაცოცხლებელ ძალას,სულს,რომელსაც ჩემი ხორცი ფარავს... მახსოვს,რამდენჯერ მინატრია,ჩავხუტებოდი,მოვფერებოდი, გულში ჩამეკრა ჩემი სამშობლო!სანამ ჩემი გული ფეთქავს საგულეში და სული სულობს,ვემსახურები მას და ხვალინდელ დღეს გავუბრწყინებ."(ნატა ბაკურაძე)
"
 ბ  

Комментариев нет: