25 мар. 2013 г.

ნინო სახანბერიძის ფილმი "მამა კირილე"

             ნინო სახანბერიძე საოცარი გოგონაა:ძალიან ნიჭიერი,ჭკვიანი, ინტერესიანი,ინიციატივიანი.გადაწყვიტა კინომოთხრობა დაეწერა და პატარა ფილმი გადაეღო.გადაწყვიტა და გააკეთა კიდევაც.მისი ფილმი შეეხება მამა კირილე ნამიჭიეიშვილს,ადამიანს, რომელიც უმძიმეს საბჭოთა პერიოდში ათას განსაცდელს უძლებდა და ხალხს ღვთის რწმენას უნერგავდა.კამერასთან მუშობა ნინოს ძალაინ იტაცებს.ამ ფილმთვის ძალიან ბევრი იშრომა, მაგრამ შედეგიც შესაბამისი მიიღო:მეტად საინტერესო ფილმი გამოვიდა. ნახეთ ნინო სახანბერიძის ფილმი"მამა კირილე"

ნინოს ნაშრომი მოსწავლეთა 67-ე რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარვადგინეთ, სადაც მან II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.როგორც რეცენზენტმა, ქ-ნმა ქ.პატარაიამ, აღნიშნა, ნინომ მეტად ღირებული თემა აირჩია-ჩვენს უახლეს წარსულში ვეძებოთ  და ვიპოვოთ ზნეობრივი გმირები.თუმცა აქვე ავტორს ურჩიეს, რომ მიზნის მისაღწევად დაეუფლოს კინოხერხებს და შეიძინოს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში.


Комментариев нет: