29 мар. 2013 г.
პროექტი "ჩემი საყვარელი ლექსი"
ერთ დღეს IX კლასში გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს გაეკეთებინათ ვიდეოკლიპები ერთი ლექსის მიხედვით.ამისათვის უნდა ამოერჩიათ მათთვის საყვარელი ლექსი, შეერჩიათ შესაბამისი მუსიკალური ნაწარმოები, აგრეთვე ფოტომასალა და მათი გამოყენებით კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შეემნათ ვიდეოკლიპი.ამავე დროს უნდა წარმოედგინათ შესაბამისი პოეტის ბიოგრაფია.იდეამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ჯგუფის მეორე განაყოფის მოსწალეებმაც. შექმნა ტრიადები,რომლის წევრებმაც დაგეგემეს და დაინაწილეს სამუშაო.შევთანხმდით, რომ ნაშრომი უნდა წარმოედგინათ ორ კვირაში.პერიოდულად ვატარებდით შუალედურ მონიტორინგს,რათა გაგვეგო,რა სირთულეები შეხვდათ მოსწავლეებს, და გვეზრუნა მათ მოსაგვარებლად.წინასწარ შევადგინეთ შეფასების კრიტერიუმები,ჯგუფებმა იცოდნენ,რა რუბრიკების მიხედვით შევაფასებდით ნაშრომებს.დიდი ინტერესით ველოდით პრეზენტაციის დღეს.ბავშვების ნაშრომებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა: არაჩვეულებრივი კლიპები შეუქმნიათ როგორც თანამდროვე,ასევე კლასიკური პოეზიის ნიმუშების მიხედვით.მიხარია,რომ მოსწავლეებმა ამ პროექტზე ინტერესით იმუშავეს და ძალიან ბევრი რამ ისწავლეს.
აი, მოსწავლეთა მიერ შექმნილი კლიპები თემაზე "ჩემი საყვარელი ლექსი"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий