21 нояб. 2013 г.
პროექტი "ექვთიმე თაყაიშვილი-საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"
მე-9 კლასში მოსწავლეები შეისწავლიან რევაზ თაბუკაშვილის კინომოთხრობას "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი", რომელიც მათს დიდ დაინტერესებას იწვევს. მიმდინარე წელს სახელოვანი წინაპრის დაბადებიდან 150 წელი აღინიშნება.ამ თარიღთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ნ. თურქიამ, ლ.გვილავამ და მე გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა ერთობლივი პროექტი,რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ IX -ა, IX-ბ, IX-გ კლასების მოსწავლეები.დაიგეგმა პროექტი.გადაწყდა, სკოლის სააქტო დარბაზში მოგვეწყო რ.თაბუკაშვილის ფილმის ჩვენება.მოსწავლეებმა გაინაწილეს დავალებები: IX -ა კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს გააცნეს რ. თაბუკაშვილის ბიოგრაფია, მოამზადეს და აჩვენეს შესაბამისი ფოტომასალა. IX-ბ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები და ისაუბრეს ე.თაყაიშვილის ბიოგრაფიის შესახებ. IX-გ კლასის მოსწავლეებმა კი დაწვრილებით ისაუბრეს ექვთიმეს მიერ საფრანგეთში გატარებული წლების შესახებ. მოსწავლეებს ასევე ვაჩვენეთ კომპიუტერული პრეზეტაცია და საინტერესო ვიდეომასალა, რომელიც ასახავს დიდი მამულიშვილის საოცარ თავდადებას საქართველოს განძის შესანარჩუნებლად.პროექტმა მოსწავლეთა დიდი დაინტერსება გამოიწვია.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий