21 нояб. 2013 г.
კონკურსი "ქართული კალიგრაფია"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა გამოაცხადეს კონკურსი „ქართული კალიგრაფია“,რომლის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის - პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნაშრომები მოამზადეს IX კლასის მოსწავლემ, ნინო ბაკურაძემ და VIII კლასის მოსწავლემ, სალომე წულაიამ. მათ დიდი მონდომებითა და სიყვარულით იმუშავეს, რომ საინტერესო ნაშრომები შეექმნათ. იმედია, ისინი მოწონებას დაიმსახურებს.
ნინო ბაკურაძე თავისი ნაშრომით
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий