21 нояб. 2013 г.

საინფორმაციო ბროშურა "გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე"

გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესწავლის შემდეგ   IX კლასის მოსწავლეებს დავავალე, დაეწერათ ბროშურა: "გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე". წერის დაწყებამდე მოსწავლეებმა ჩაატერეს გამოკვლევა, მოიძიეს ინფორმაცია ტურისტული სააგენტოებისა და ინტერნეტის საშუალებით ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შესახებ,ასევე წმინდა გრიგოლის მიერ აშენებულ ტაძრებზე.ბროშურაში მოსწავლეებმა მიუთითეს მოგზაურობის მარშრუტი, დაურთეს რუკაც, ასევე განათავსეს ფოტოები და მოკლე ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, სადაც ტურისტული მარშრუტი გაივლის, მიუთითეს მოგზაურობისთვის განკუთვნილი დრო და საჭირო თანხები. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიფიქრეს ბროშურის დიზაინი.მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით ბროშურები შექმნეს გიორგი გოლეთიანმა და ანდრო სანიკიძემ,ნინო ლორთქიფანიძემ  გააკეთა ხელნაწერი ბროშურა,ანა ჯღამაძემ და ხატია ჯანაძემ კი მოამზადეს კომპიუტერული პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე,

ავტორი-ნინო ლორთქიფანიძე

ავტორი-ა.სანიკიძე

ავტორი-გ.გოლეთიანი





Комментариев нет: