10 дек. 2013 г.
პროექტი "კედლის გაზეთის შექმნა"
VI კლასში I სემესტრის დასასრულს, შემაჯამებელი გაკვეთილისთვის მზადების პროცესში, გაჩნდა სურვილი, კედლის გაზეთი გაგვეკეთებინა.ამ მიზნით დავგეგმე პროექტი.გადავწყვიტე, რომ საინტერესო იქნებოდა, თუ მეექვსეკლასელებს ამ საქმიანობაში დაეხმარებოდნენ უფროსკლასელები. კლასი დავყავი 5 მცირერიცხოვან ჯგუფად, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვები. თითოეულ ჯგუფს დაევალა, მოემზადებინა კედლის გაზეთი იმ მწერლის შესახებ, რომლის ნაწარმოებებიც ისწავლეს განვლილ პერიოდში.ასე შეიქმნა ჯგუფები: "შოთა რუსთაველი","სულხან-საბა ორბელიანი", "ილია ჭავჭავაძე","აკაკი წერეთელი","ვაჟა-ფშაველა". ჯგუფში გამოვყავით ლიდერი, რომელსაც ევალებოდა, ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია,რათა მის ყოველ წევრს ჰქონოდა შესაბამისი ფუნქცია.თითოეულ ჯგუფს ეხმარებოდა 2 უფროსკლასელი(მე-10 და მე-9 კლასების მოსწავლეები),რომლებიც ასწავლიდნენ მათ არა მარტო გაზეთის შექმნას, არამედ იმასაც, როგორ უნდა წარედგინათ თავიანთი ნაშრომი.მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ პროექტის შეფასების სქემა,ამრიგად,მათ წინასწარ იცოდნენ,რას ველოდი მათგან და რომელი უნარების განვითარებისთვის უნდა მიექციათ ყურადღება. გარდა ამისა,მოსწავლეებზე დაკვირვების მიზნით წინასწარ მოვამზადე სპეციალური დაკვირვების ცხრილი,რომლის მიხედვით დამკვირვებლები(უფროსკლასელები) თვალს ადევნებდნენ და აღნუსხნავდნენ,თუ როგორ თანამშრომლობდნენ ჯგუფების წევრები.პროექტზე მუშაობა 2 კვირის მანძილზე გაგრძელდა. პერიოდულად ვახდენდი მონიტორინგს,კონსულტანციას ვუწევდი მოსწავლეებს...მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაეცნენ დამატებით მასალას მწერლების შესახებ,დაისწავლეს ლექსები, შექმნეს კლიპები და ელ.პრეზენტაციებიც კი.მოსწავლეებს საინტერესო იდეები გაუჩნდათ,რომელთა განხორციელებას გულმოდგინედ ცდილობდნენ... აი, დადგა პრეზენტაციის დღე! პატარები ძალიან ნერვიულობდნენ.ზოგი საგანგებოდ იყო გამოპრანჭული, ზოგიერთი მღელვარებას არ იმჩნევდა....ღელვა არც უფროსკლასელებს აკლდათ.ჯგუფებმა შესანიშნავი კედლის გაზეთები წარმოადგინეს.ყოველ ჯგუფს ჰქონდა სიურპრიზი.ჯგუფმა "შოთა რუსთაველმა" დამატებით დაბეჭდა ბროშურა, ჯგუფმა "ილია ჭავჭავაძემ" წარმოადგინა ელ.პრეზენტაციაც, ჯგუფმა "აკაკი წერეთელმა" მოამზადა კლიპი აკაკის "განთაიდის" მიხედვით შექმნილი სიმღერის გამოყენებით.დასასრულ ჯგუფებს შესავსებად დავურიგე "პროექტის შეფასების კითხვარი". მათ შეავსეს ანკეტა,თუ რაში დაეხმარათ მათ ერთმანეთთან და უფროსკლასელებთან თანამშრომლობა პროექტზე მუშაობის დროს.თავიანთი დაკვირვების შედეგი წარმოადგინეს აგრეთვე დამკვირვებლებმაც.მათი და ჯგუფების შეფასებათა შედარების საფუძველზე მოასწავლეებმა გაიგეს,რა უნარები ეხმარება მათ სწავლაში,უნდა გააგრძელონ თუ არა თანამშრომლობა მომავალში.ჯგუფის თვითშეფასების დასრულების შემდეგ უფროსკლასელებმა დაახასიათეს მოსწავლეთა ქცევები.ბოლოს განვიხილე მთელი კლასის მუშაობა და შევაფასეთ პროექტი სქემის მიხედვით.
მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეების თანამშრომლობითი მუშაობა მეტად საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა.მოსწავლეებს განუვითარდათ ის უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში.ამასთან პატარები დაუმეგობრდნენ უფროსებს და მათი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდა.
კედლის გაზეთზე მუშაობა
გაკვითილის მიმდინარეობის პროცესი:
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий