22 янв. 2014 г.

ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა"

როდის შეიძლება დაფიქრდეს  მოზარდი,იმაზე  რომ  "ადამიანი დამარცხებისთვის არაა გაჩენილი"? ალბათ, მაშინ, როცა უამრავი კითხვა ტრიალებს მის თავში და არ იცის, საიდან დაიწყოს, რომელს ჩაეჭიდოს და გაჰყვეს...მგონი 16-17 წლის ადამიანი ამაზე უნდა დაფიქრდეს, ამიტომ მეათეკლასელებს შევთავაზე,ზამთრის არდადეგებზე წაეკითხათ ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა." მართლაც, არდადეგებიდან დაბრუნებულებს ეს პატარა ნაწარმოები უკვე წაკითხული ჰქონდათ.ავტორის სათქმელის უკეთ ჩასაწვდომად მოსწავლეებს ვურჩიე, ინტერნეტის საშუალებით გასცნობოდნენ ავტორის ბიოგრაფიას და გამოხმაურებებს ამ მოთხრობის შესახებ, შემდეგ კი დაეწერათ საკუთარი შთაბეჭდილებები...გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოედგინეს ელექტრონული პრეზენტაციები ჰემინგუეის შესახებ,წაიკითხეს ესეები,ნახეს აღნიშნული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ანიმაციური და მხატვრული ფილმები.მოთხრობის განხილვა მოსწავლეებს დაეხმარა, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემაში.ვფიქრობ, მათს ასაკში დროულია,იცოდნენ, რომ "ადამიანი შეიძლება მოსპონ,მაგრამ მისი დამარცხება შეიძლებელია" და რომ "ზღვაზე ადამიანი არასოდეს არის მარტო."(ე.ჰემინგუეი)
მოსწავლეთა მიერ შექმნილი მასალები:



ავტორი-ნინო სახანბერიძე


ავტორები-ანა ჯღამაძე, ხატია ჯანაძე

Комментариев нет: