7 апр. 2014 г.

კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი VI კლასში

მე-6 კლასში ჩავატარეთ კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები. ამისათვის განვსაზღვრეთ დრო-სამი კვირა.მოსწავლეებს შევთავაზე, ესარგებლათ ჩვენი სკოლისა და მის მიმდებარედ არსებული საბავშვო ბიბლიოთეკებით. მივუთითე ინტერნეტრესურსებიც,რომლებიც დაეხმარებოდა მათ საჭირო მასალების მოპოვებაში.რამდენიმე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, შეექმნათ ელექტრონული პრეზენტაცია.ერთმა კედლის გაზეთის შექმნა მოისურვა.პერიოდულად ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით, რა პრობლემებს წააწყდნენ ბავშვები, რა იყო საჭირო მათს დასაძლევად და სხვა... დათქმულ დროს მოსწავლეები სულმოუთქმელად ელოდნენ.როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის დიდი ნაწილი ინტერესით გაეცნო რ.ინანიშვილის შემოქმედებას.მათი დიდი მოწონება დაიმსახურა განსაკუთრებული სიყვარულით და სითბოთი აღბეჭდილმა მოთხრობებმა.მოსწავლეები აღფრთოვანებით საუბრობდნენ დიდი მწერლის საოცარი სამყაროს შესახ, რომელმაც მათ ასწავლა სიკეთე და კეთილშობილება...გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.მთავარი ისაა, რომ ბავშვებმა გაიცნეს და შეიყვარეს დიდი მწერალი.

                     მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები:


ავტორი-გაგა სულაქველიძე


ავტორი-გიორგი მაჭანკალაძე


               მოსწავლეთა  ჩანაწერები კლასგარეშე კითხვის რვეულებში

 



 


Комментариев нет: