7 апр. 2014 г.

კონკურსი „მივმართავ თანატოლებს“

         საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია დევიზით „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!,  რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა სასკოლო კონკურსები. X კლასის მოსწავლემ, ნინო სახანბერიძემ,მონაწილეობა მიიღო კონკურსში "მივმართავ თანატოლებს".მან სკოლაში საჯაროდ წარმოადგინა ანტინარკოტიკულ თემაზე შექმნილი ესე.კონკურსის პირობის შესაბამისად, საჯარო გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი აიტვირთა ინტერნეტსივრცეში.იმედია, ნინოს გამოსვლა მოწონებას დაიმსახურებს.
          ნინო სახანბერიძის საჯარო გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

Комментариев нет: