5 мая 2014 г.

ო ჰენრის "უკანასკნელი ფოთოლი" (VI კლასი)


       VI კლასში ისწავლება დიდი ამერიკელი მწერლის, ო ჰენრის მოთხრობა "უკანასკნელი ფოთოლი", რომელიც, როგორც წესი, მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. გადავწყვიტე, ჩაგვეტარებინა ღია გაკვეთილი ინტერაქტიული მეთოდებისა და კომპიუტერის გამოყენებით.მოსწავლეებმა გაიხსენეს მათთვის ნაცნობი უცხოური ლიტერატურის ნიმუშები,შემდეგ მათ გავაცანი ო ჰენრის ბიოგრაფია ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით. ასოციაციური რუკის შექმნის შემდეგ "აქტიური კითხვის" მეთოდის გამოყენებით ბავშვებმა ინდივიდუალურად წაიკითხეს და დაამუშავეს მოთხრობის I ნაწილი. წაკითხულის გააზრების მიზნით წყვილებმა შეავსეს მარტივი სქემები, დაახაისიათეს ტექსტის მთავარი მოქმედი პერსონაჟები.  გამომსახველობითი კითხვის ნიმუშად  ჯგუფს  მოვასმენინე ნაწყვეტი რადიოსპექტაკლიდან „უკანასკნელი ფოთოლი“,რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, ძალიან მოეწონათ აგრეთვე მულტფილმი, რომლის ნაწყვეტიც ვნახეთ გაკვეთილზე. მათ მივუთითე, რომ არსებობს ო ჰენრის "უკანასკნელი ფოთლის" მიხედვით შექმნილი მულტიპლიკაციური და მხატვრული ფილმები, რომელთა სრულად ნახვა მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად კომპიუტერის გამოყენებით.გაკვეთილს ესწრებოდნენ ჯგუფის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები...ეს ცელქი და მოუსვენარი მეექვსეკლასელები გაფაციცებით ისმენდნენ ყველაფერს, რაზედაც ვსაუბრობდით დიდი ამერიკელი მწერლის ნაწარმოების გახილვისას, მსჯელობდნენ, საკუთარ შეხედულებებს გამოთქვანდნენ. იმედი მაქვს,ო ჰენრის პატარა მოთხრობამ მათ ბევრი რამ ასწავლათ და ეს გაკვეთილი მათ დიდხანს დაამახსოვრდებათ.
                                       
                                             ელექტრონული პრეზენტაცია

რადიოსპექტაკლი "უკანასკნელი ფოთოლი"
მულტიპლიკაციური ფილმი

გაკვეთილის მიმდინარეობა






Комментариев нет: