28 февр. 2015 г.
პროექტი "ნორჩი კალიგრაფი"
მოგეხსენებათ,საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე,
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას,მათგან ერთ-ერთია კალიგრაფიული კულტურის ჩამოყალიბება,მე-7 კლასის მოსწავლეების ერთი ნაწილის ნაწერი კი, რბილად რომ ვთქვათ, სილამაზით არ გამოირჩევა.ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მათ გავაცანი ძველი და თანამედროვე კალიგრაფების ნაშრომები, ვუამბე, ვინ იყვნენ ჩვენი ძველი კალიგრაფები,როგორ ქმნიდნენ ისინი ხელნაწერ წიგნებს...მოსწავლეები ძალაინ დაინტერესდნენ, კომპიუტერის საშუალებით მათ დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კალიგრაფთა კონკურსის გამარჯვებულების ნაშრომები.პროექტ "ნორჩი კალიგრაფის" მიზანი იყო, მოზარდებს ესწავლათ ფიქრი თითოეული ასოს დაწერის დროს და ლამაზად წერა. მან განსხვავებული აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია.მათ შეარჩიეს და დაწერეს ნაწყვეტი მათთვის საინტერესო ნაწარმოებიდან.დათქმულ დღეს,15.12.14. ყველა მოსწავლემ მოიტანა საკუთარი ნაშრომი.რამდენიმე მათგანმა ჯგუფის დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი თეკლა ნაცვლიშვილის ნაშრომი გამოარჩიეს,რომელსაც, მართლაც, დიდი მონდომებით შეესრულებინა ნაშრომი.მოსწავლეებმა სიამაყით გამოჰფინეს საკუთარი ნაშრომები საკლასო ოთახში.
კალიგრაფიაზე ზრუნვა ამით არ დაგვისრულებია. გაკვეთილის გარკვეულ დროს ხშირად ვუთმობთ ლამაზად წერას. ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო და მოსწავლეებს უკვე თვითონვე ცდილობენ, გაიუმჯობესონ კალიგრაფია.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий