20 дек. 2014 г.

პროექტი "დიდი ქართველი ენათმეცნიერები"

    სიმართლე უნდა ითქვას: მოსწავლეები ქართველ ენათმეცნიერებს არ იცნობენ. არდა ამ სახელოვანი მამულიშვილების ღვაწლი, უდავოდ, დასაფასებელია, ამიტომ განვახორციელე მე-7 კლასში პროექტი "დიდი ქართველი ენათმეცნიერები".კლასი დაიყო ჯგუფებად,თითოეულმა მათგანმა მოამზადა საპრეზენტაციო მასალა ერთ-ერთი ენათმეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.მუშაობის პროცესში მოსწავლეები ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ, რამაც მათი კმაყოფილება გამოიწვია.გაოცებული იყვნენ, რომ ასეთი ღვაწლმოსილი მამულიშვილების შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ.მოსწავლეებს თავად უნდა მოეფიქრებინათ, რა ფორმით წარმოადგენდნენ დავალებას.მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა შექმნეს კომპიუტერული პრეზენტაციები და კედლის გაზეთები. ამ პროექტებმა სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია და მათ ბევრი უნარის განვითარებაში დაეხმარა, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედეგიანი იყო. p.s.ერთი ფაქტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: გაკვეთილი უნდა დაგვეწყო და ორი მოსწავლე კი არ ჩნდა. ყველა კარებისკენ იყურებოდა.ეტყობოდა,რომ მარტო მე კი არა, მთელი კლასი ელოდებოდა მათ. აი,ზარიც დაირეკა და ოთახში შემოვიდა დაგვიანებული ორი მოსწავლე,ორივე წვიმისგან სულ მთლად სველი, რომელთაგან ერთს, პატარა გიორგი მაჭანკალაძეს, ხელში ეჭირა თითქმის თავისი სიმაღლის საგანგებოდ შეფუთული ვარდი-კლასის საჩუქარი ჩემთვის.სიურპრიზი გამოუვიდათ!..რამ მოაფიქრათ!უამისოდაც მიყვარდნენ და უფრო შემიყვარდნენ... 20.02.2015 წელი.

Комментариев нет: