3 дек. 2014 г.
ლიტერატურული სალონი
2014წლის 25 ნოემბერს მე-11 კლასელებთან ერთად "ლიტერატურულ სალონში" შევიკრიბეთ.რომანტიკოსთა შემოქმედებით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ. ყოველი მათგანის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდათ. ბარათაშვილმა, მგონი, ყველა გააოცა... ორბელიანმ ბევრი კითხვა გაუჩინათ...ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიამ უფრო დააინტერესათ...ასე რომ, მათზე საუბარს კარგა ხანს ვერ მოვრჩით. რომანტიკოსების შესახებ მეტი რამ რომ გაეგოთ, მოსწავლეებმა წაიკითხეს სათანადო დამატებითი მასალა და გადაწყვიტეს, გაეცოცხლებინათ მე-19 საუკუნის 1-ლი ნახევრის თბილისი, ის გარემო, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები.პროექტზე მუშაობაში ჩართული იყო ჯგუფის თითქმის ყველა მოსწავლე.დავალებები მათი სურვილისამებრ გავანაწილეთ: სცენარი შექმნეს ანა ჯღამაძემ და მარიამ ნარჩემაშვილმა. იოლი არ აღმოჩნდა როლების განაწილება. ბევრი ფიქრისა და გასჯის შემდეგ როლები ასე განაწილდა:მთხრობელები:ინა ხორგუანი, ნინო ლორთქიფანიძე, ალ ჭავჭავაძე-ამირან ჭრელაშვილი,სალომე ჭავჭავაძე-თამარ ბაზაძე,გრ. ორბელიანი-ანდრო სანიკიძე,ალ.გრიბოედოვი-ზაურ გაბუნია,დავით დადიანი-ნიკა ლობჟანიძე,მაიკო ორბელიანი-ნინო სახანბერიძე,გ. ერისთავი-გიორგი გოლეთიანი,სოფიო ჭავჭავაძე-ელენე გაბუნია,ეკატერინე ჭავჭავაძე-ანა ჟღამაძე,ნინო ჭავჭავაძე-მარიამ ნარჩემაშვილი,ნიკოლოზ ბარათაშვილი-ბაქარ ვერულაშვილი, ევროპელი სტუმარი-ანა დევდარიანი.მუსიკალური გამოფორმებისთვის იზრუნეს ნინო სახანბერიძემ და ნინო დეისაძემ.მათ შეარჩიეს სათანადო მუსიკა, გარდა ამისა,ნინომ თვითონ შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები ფორტეპიანოზე.მოსწავლეებმა შეარჩიეს თითოეული პერსონაჟის შესაბამისი კოსტიუმი,ეპოქის შესაბამისი დეკორაციები...ნინო დეისაძემ და ანა დევდარიანმა შექმნეს ხელნაწერი მოსაწვევი ბარათები და მოიწვიეს სტუმრები: სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. საინტერესო სანახავი იყო, თუ როგორ ასრულებდნენ მშვენიერი კოსტიუმებით შემოსილი მოსწავლეები რომანტიკოსთა დიდებულ ნაწარმოებებს...ამიტომაც დაიმსახურეს დამსწრეთა მოწონება.
პროექტზე მუშაობაში ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით,ინტერესით და იმის სურვილით საქმიანობდა,რომ რაღაც ძალიან საინტერესო გაგვეკეთებინა...მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ.ვფიქრობ, არც რომანტიკოსები და არც ეს დღეს მოსწავლეებს არ დაავიწყდებათ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий