3 мая 2017 г.

etwining

etwining-ეს, ასე ვთქვათ, ახალი გამოწვევაა ჩემთვის.2017 წლის 1 მაისს თბილისში, მასწავლებელთა სახლში, გაიმართა შეხვედრა პროგრამაში ახლადჩართულ მასწავლებლებთან.
                               ახალი ეთვინინგელები


                   პროგრამის ხელმძღვანელი ხატია მატკავა

                        გამოცდილი ეთვინინგელი დიმიტრი პოპოვი


ეს არის ჩემი პროექტი, რომელიც წარვადგინე ეთვინინგის პროგრამაში. ვფიქრობ, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა საინტერესო იქნება.

დანართი N1
ProjectInfo/ინფორმაცია პროექტის შესახებ

Project Title/პროექტის სახელწოდება: ერთ სამყაროში ცხოველებთან ერთად“
ProjectDescription/პროექტისაღწერა,სადაცწარმოჩენილიიქნებაპროექტისაქტუალობა:
მოსწავლეები ხშირად ხედავენ, როგორ ირღვევა ცხოველთა უფლებები, ზოგჯერ ამის მონაწილე თვითონაც არიან.მათ დროულად უნდა  გააცნობიერონ ცხოველთა დაცვის აუცილებლობა,სწორედ ამ მიზნით მოსწავლეები წაიკითხავენ წიგნებს, დაწერენ  ესეს ცხოველთა დაცვის თემაზე, ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველს,შექმნიან ნახატებს,ბარათებს,ბუკლეტებს,ელექტრონულ წიგნებს,გამართავენ ფოტოგამოფენას; მოაწყობენ  ექსკურსიას,  შეხვდებიან გარემოს დამცველებს, დაეხმარებიან  ცხოველთა თავშესაფარს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვები გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და გააცნობიერებენ, რომ  ცხოველთა დაცვა აქტუალური პრობლემა ყველა ქვეყანაში და მხოლოდ ერთობლივადაა  შესაძლებელი ამ საყოველთაო პრობლემასთან ბრძოლა.
     ყოველი თვის ბოლოს მონაწილეებში ჩატარდება გამოკითხვა  poll-maker-ით და  გამოვლინდება, რამდენად საინტერესო იყო  აქტივობები.პარტნიორებს საშუალება ექნებათ, tricider-ზე გამოაქვეყნონ საკუთარი იდეები. ეს  თანამშრომლობას უფრო საინტერესოს გახდის.

Aims/მიზანი:
·         მოზარდებმა  გააცნობიერონ ცხოველთა დაცვის აუცილებლობა და გზები.
·         გაეცნონ, რა მდგომარეობაა ევროპის ქვეყანებში ცხოველთა დაცვის მხრივ.
·         გაიგონ სხვა ქვეყნების  ლიტერატურის, გეოგრაფიის, ცხოველთა სამყაროს შესახებ.
·         ჩამოუყალიბდეთ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.


Subject/საგანი:ლიტერატურა,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,ბუნებისმცოდნეობა,ისტ,ინგლისური ენა,ბიოლოგია
Age range/ასაკობრივი ჯგუფი:12-16 წელი
Number of pupils/მოსწავლეთა რაოდენობა:  30
How it is related to national curriculum/ესგ-თან კავშირი:
ქართ.VI.6 მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
ქართ. VI. 14 მოსწავლეს აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

ქართ.X.12 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

ს.გ.VI.4 მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათგამოსახვა ნამუშევარში.
ს.გ.VI.9 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ბუნ.VI.10 მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
ისტექნ. VI. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.


Planned activities/დაგეგმილი აქტივობები:
სექტემბერი
1. პარტნიორების მოძიება და ჩართვა პროექტში
2.პარტნიორები ერთმანეთს წარუდგენენ საკუთარ თავს, გააცნობენ მშობლიურ ქალაქს, სკოლას და სხვა.წარდგენა შეიძლება მოხდეს პროგრამებში: kizoa, Powtoon, voki ნებისმიერი ფორმით: მონაწილეების ფოტოებით, ვიდეოთი, სკაიპით და სხვა.
3.მონაწილეები იმუშავებენ პროექტის ლოგოს დიზაინზე, რომელიც უნდა გამოხატავდეს ქვეყანათა შორის მეგობრობას,ამისთვის შევთავაზებ canva-ს.გამარჯვებული გახდება პროექტის მთავარი ემბლემა.
ოქტომბერი
1.ცხოველთა დაცვის დღის(4 ოქტომბერი) აღნიშვნა-სკოლის დერეფანში გამოიფინება  ფოტოები თემაზე „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“.
2.მოსწავლეები მშობლებთან ერთად მოაწყობენ ექსკურსიას ნაკრძალში,გაიგებენ,რომელი ცხოველები ბინადრობენ იქ. გადაიღებენ ვიდეოს.
ნოემბერი
1.მოსწავლეები ერთი ფოტოს ან ნახატის მიხედვით შექმნიან ესეს, რომელსაც შემდეგ ერთმანეთს გააცნობენ. ნაშრომები გამოიფინება პროექტის კუთხეში.
2.მოსწავლეები შეხვდებიან გარემოს დამცველებს, რომლებსაც დაუსვამენ შეკითხვებს. სკაიპის საშუალებით განხორციელდება ჩართვა პროექტის უცხოელ მონაწილეებთან, რომლებიც ასევე დასვამენ შეკითხვებს.
დეკემბერი
1.მოსწავლეები წაიკითხავენ ნაწყვეტებს წიგნებიდან, რომლებიც ცხოველთა პრობლემებს შეეხება.
2. მოსწავლეები შექმნიან ხელთნაკეთ საშობაო ბარათებს ცხოველთა თემატიკაზე და გაუგზავნიან მათ პროექტის მონაწილეებს.
იანვარი
მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებელთან ერთად დაათვალიერებენ საკუთარ ქალაქში არსებულ ცხოველთა თავშესაფარს და გადასცემენ მას საჩუქარს.
თებერვალი
მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთი ოჯახის საყვარელ ცხოველებს,ამისათვის შექმნიან ვიდეოკოლაჟებს kizoa-ში, Photostory-ში, slideshare-ში.
მარტი
მოსწავლეები Storyjumper – სა და Mystorybook-ში შექმნიან ელექტრონული წიგნს,რომელშიც განათავსებენ ცხოველთა დაცვის თემაზე შექმნილ ნახატებსა და კომიქსებს.
აპრილი
მოსწავლეები დაამზადებენ ბუკლეტს, რომელშიც განათავსებენ პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის ამსახველ მასალას.

Expected results/ მოსალოდნელი შედეგი:
მასწავლებლები:
·         ითანამშრომლებენ  ევროპელ კოლეგებთან,
·         გაეცნობიან ახალ ელექტრონულ რესურსებს,ახალ სასწავლო მეთოდებს,რაც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ ზრდას.
მოსწავლეები:
·         ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.
·         გაეცნობიან უცხოელი თანატოლების ცხოვრებას და შეძლებენ მათთან თანამშრომლობას.
·         ისწავლიან ჯგუფში მუშაობას.
·         თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებენ ვიდეოკოლაჟს,ელექტრონული წიგნს და სხვა.
სკოლები:
·         ევროპულ პროექტში მონაწილეობით  საინტერესო გახდება სასკოლო ცხოვრება.


15 апр. 2017 г.

"იავნანამ რა ჰქმნა?!" სცენაზე

მოსწავლეების განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა?!" წარმოდგენილი იქნება ქუთაისის მესხიშვილის სახ. თეატრის სცენაზე. ყველა მოსწავლემ გამოთქვა სქეტაკლზე დასწრების სურვილი. ბავშვბეი აღფრთოვანებული იყვნენ. მსახიობების დაღლილობის მიუხედავად, მოსწავლეთა დაჟინებული თხოვნით შევხვდით მსახიობებს,მოსწავლეებმა მათ შეკითხვები დაუსვეს.შემდეგ კლასში განვიხილეთ, რა მსგავსება და განსხვავებაა ნაწარმოებსა და მის მიხედვით დადგულ სპექტაკლს შორის.



4 апр. 2017 г.

"შვლის ნუკრის ნაამბობის" შესწავლის შემდეგ...

ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი" განსაკუთრებული ემოციებით აღავსებს პატარა მოსწავლეებს. ათასი კითხვა უჩნდებათ,მათზე პასუხის გასაცემად მე-5 კლასში,გაკვეთილზე, მოვიწვიეთ ამავე კლასის მოსწავლის,ნიკას მამა, ბ-ნი გელა ნაცვლიშვილი.რამდენიმე წუთის ნაცვლად მასთან საუბარი მთელი გაკვეთილის განმავლობაში გაგრძელდა.მოსწავლეებს უამრავ კითხვაზე აინტერესებდათ პასუხი. ჩვენი სტუმარი მშვენიერი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან ბავშვებს მათთვის გასაგები სიტყვებით აუხსნა, რა საფრთხე ემუქრებათ ცხოველებს ბუნებაში, როგორ უნდა დავიცვათ ისინი და სხვა. ბ-ნმა გელამ მოსწავლეებს საინტერესო ფოტოებიც აჩვენა და აუხსნა,რა უნდა გააკეთონ პატარებმა ბუნების დასაცავად.


26 февр. 2017 г.

ჯიპრაიდი

ჯიპრაიდი დაწყებითი განათლების პროექტია. წელს ჩავერთე მასში და რამდენიმე ე.წ. "ჯიპრაიდული" გაკვეთილიც ჩავატარე მე-5 კლასში.ბავშვებს ძალიან მოეწონათ,მეც კმაყოფილი დავრჩი.საინტერესო პროექტია, უფრო-დამწყები მასწავლებლებისთვის.

ეს ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების გეგმებია:
გაკვეთილის გეგმა "კაპადოკია|
გაკვეთილის გეგმა "ანა და მე"

20 апр. 2016 г.

სილოვან ხუნდაძის იუბილე

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართული გიმნაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სილოვან ხუნდაძის  დაბადებიდან 156 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად 2016 წლის 16 აპრილს გაიმართა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ი. ოცხელის სახ. ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიიღეს  მეცნიერებმა უნივერსიტეტიდან და მე-2 სკოლის პედაგოგებმა.


სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოები
სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოები ი.ოცხელის სკოლაში დღესაც ინახება

თემა "სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოები", რომელიც კონფერენციაზე წავიკითხე
2016 წლის ივნისში ეს ნაშრომი გამოქვეყნდა წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალში
 " ქართული მემკვიდრეობა"




6 апр. 2016 г.

"ანა ფრანკის დღიურს" ისევ ინტერესით კითხულობენ

ფოლოკოსტისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მე-11 კლასი მოსწავლემ, ქეთი იმედაძემ. მან წარადგინა თემა"ანა ფრანკი-ბავშვობის დაკარგული იემდები". თემაზე მუშაობა მეტად საინტერესო იყო,ქეთი ბევრი ახალი რამ გაიგო ანა ფრანკის შესახებ, ამიტომ თემამ მოწონება დაიმსახურა.
ქეთის თემის ნახვა შეიძლება  აქ "ანა ფრანკი-ბავშვობის დაკარგული იმედები"

20 окт. 2015 г.

რუსთაველის თეატრის სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!"

რუსთაველის თეატრში წასვლას და "კაცია-ადამიანის?!"-ის ნახვა ძალიან გვინდოდა. მას შემდეგ, რაც გ. ერისთავის "გაყრა" (რეჟ. დ.დოიაშვილი) ვნახეთ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, გვსურდა რეჟისორ რ. სტურუას სპექტაკლი გვენახა. 15 ოქტომბერს თბილისში გავემგზავრეთ, ილის სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ, საღამოს კი სპექტაკლი ვნახეთ. შესანიშნავი მუსიკა, დიდებული მსახიობები, ორიგინალური რეჟისურული ხედვა-ეს ყველაფერი ჩემთვის საინტერესო იყო, მოსწავლეები კი,როგორც აღმოჩნდა, რაღაც სხვას ელოდნენ... დღეს საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.




28 февр. 2015 г.

პროექტი "ნორჩი კალიგრაფი"

მოგეხსენებათ,საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას,მათგან ერთ-ერთია კალიგრაფიული კულტურის ჩამოყალიბება,მე-7 კლასის მოსწავლეების ერთი ნაწილის ნაწერი კი, რბილად რომ ვთქვათ, სილამაზით არ გამოირჩევა.ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მათ გავაცანი ძველი და თანამედროვე კალიგრაფების ნაშრომები, ვუამბე, ვინ იყვნენ ჩვენი ძველი კალიგრაფები,როგორ ქმნიდნენ ისინი ხელნაწერ წიგნებს...მოსწავლეები ძალაინ დაინტერესდნენ, კომპიუტერის საშუალებით მათ დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კალიგრაფთა კონკურსის გამარჯვებულების ნაშრომები.პროექტ "ნორჩი კალიგრაფის" მიზანი იყო, მოზარდებს ესწავლათ ფიქრი თითოეული ასოს დაწერის დროს და ლამაზად წერა. მან განსხვავებული აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია.მათ შეარჩიეს და დაწერეს ნაწყვეტი მათთვის საინტერესო ნაწარმოებიდან.დათქმულ დღეს,15.12.14. ყველა მოსწავლემ მოიტანა საკუთარი ნაშრომი.რამდენიმე მათგანმა ჯგუფის დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი თეკლა ნაცვლიშვილის ნაშრომი გამოარჩიეს,რომელსაც, მართლაც, დიდი მონდომებით შეესრულებინა ნაშრომი.მოსწავლეებმა სიამაყით გამოჰფინეს საკუთარი ნაშრომები საკლასო ოთახში. კალიგრაფიაზე ზრუნვა ამით არ დაგვისრულებია. გაკვეთილის გარკვეულ დროს ხშირად ვუთმობთ ლამაზად წერას. ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო და მოსწავლეებს უკვე თვითონვე ცდილობენ, გაიუმჯობესონ კალიგრაფია.

20 дек. 2014 г.

პროექტი "დიდი ქართველი ენათმეცნიერები"

    სიმართლე უნდა ითქვას: მოსწავლეები ქართველ ენათმეცნიერებს არ იცნობენ. არდა ამ სახელოვანი მამულიშვილების ღვაწლი, უდავოდ, დასაფასებელია, ამიტომ განვახორციელე მე-7 კლასში პროექტი "დიდი ქართველი ენათმეცნიერები".კლასი დაიყო ჯგუფებად,თითოეულმა მათგანმა მოამზადა საპრეზენტაციო მასალა ერთ-ერთი ენათმეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.მუშაობის პროცესში მოსწავლეები ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ, რამაც მათი კმაყოფილება გამოიწვია.გაოცებული იყვნენ, რომ ასეთი ღვაწლმოსილი მამულიშვილების შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ.მოსწავლეებს თავად უნდა მოეფიქრებინათ, რა ფორმით წარმოადგენდნენ დავალებას.მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა შექმნეს კომპიუტერული პრეზენტაციები და კედლის გაზეთები. ამ პროექტებმა სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია და მათ ბევრი უნარის განვითარებაში დაეხმარა, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედეგიანი იყო. p.s.ერთი ფაქტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: გაკვეთილი უნდა დაგვეწყო და ორი მოსწავლე კი არ ჩნდა. ყველა კარებისკენ იყურებოდა.ეტყობოდა,რომ მარტო მე კი არა, მთელი კლასი ელოდებოდა მათ. აი,ზარიც დაირეკა და ოთახში შემოვიდა დაგვიანებული ორი მოსწავლე,ორივე წვიმისგან სულ მთლად სველი, რომელთაგან ერთს, პატარა გიორგი მაჭანკალაძეს, ხელში ეჭირა თითქმის თავისი სიმაღლის საგანგებოდ შეფუთული ვარდი-კლასის საჩუქარი ჩემთვის.სიურპრიზი გამოუვიდათ!..რამ მოაფიქრათ!უამისოდაც მიყვარდნენ და უფრო შემიყვარდნენ... 20.02.2015 წელი.